Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) ლივერპული აღზევებას ზეიმობს


Recommended Posts

http://images.mirror.co.uk/upl/dailyrecord3/sep2010/5/7/kenny-dalglish-image-1-363941916.jpg

 

ლივერპული მეშვიდე ადგილზეა! მიმდინარე სეზონში, მერსისაიდული გუნდი ასე პირველად  დაწინაურდა, მაგრამ მწვრთნელი, „კოპის მეფე კენი“ ანუ იგივე კენი დალგლიში მეშვიდე ადგილსა და მეცხრე ცას ერთმანეთში არ ურევს და ამბობს, რომ ამით ვერ დაკმაყოფილდება…

 

ნოემბრის შემდეგ ლივერპულმა პირველად გაიმარჯვა ზედიზედ ორ შეხვედრაში. ბუნებრივია, გუნდისთვის, რომელიც გასავარდნთა ზონაში ტრიალებდა, მეშვიდე ადგილზე აღზევება წარმატებაა, მაგრამ დალგლიში, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ამით დაკმაყოფილებას არ აპირებს და დიდ სიხარულსაც არ გამოხატავს:

 

„ვფიქრობ, ჩვენ მეტი შეგვიძლია. რასაკვირველია, მეშვიდე ადგილი გაცილებით ობიექტურად ასახავს ლივერპულის ძალას, მაგრამ ეს ის პოზიცია არ არის, რომელზეც ჩვენი კლუბი ოცნებობს და რისთვისაც ის იბრძვის. ჩვენ ცხრილში კიდევ უფრო მაღლა გვინდა ყოფნა, მაგრამ ამისათვის მეტი თამაში უნდა მოვიგოთ. ახლა, მომდევნო ოთხშაბათს სტოკთან გვაქვს სათამაშო და ამ შეხვედრაშიც გამარჯვებას ვაპირებთ.“

 

შემდეგ დალგლიშს შორს მიმავალ გეგმებზე ჰკითხეს. ლივერპულის ლეგენდამ ასე უპასუხა:

 

„ამ წუთას არ ვთქვი სტოკთან უნდა გავიმარჯვოთ-მეთქი? ჩვენ არასდროს გამოვალთ სეზონის დაწყებამდე საჯაროდ და არ დავიქადნით, რომ „ამას და იმას ვაპირებთ“. ჩვენი მიდგომა მარტივია: ყოველი დღისგან მაქსიმუმი უნდა გამოვწუროთ. ყოველთვის ასე იყო, სეზონის ბოლოს ქულებს დავაჯამებდით და ვხედავდით რა მოგვიტანა ჩვენმა მონდომებამ. ამ მიდგომის შეცვლას არ ვაპირებ. ეს პრინციპი არავის აზარალებს. მე ამ პრინციპზე ვარ აღზრდილი და სხვანაირად არ შემიძლია.“

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...