planetanews Posted January 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2011 http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/iemeni-150x150.jpgიემენში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. დემონსტრანტები პრეზიდენტ ალი აბდალი სალეხის გადადგომის მოთხოვნით, დედაქალაქის სანის მოედანზე გამოვიდა. პრეზიდენტი სალეხი ქვეყანას უკვე 30 წელია მართავს. ათასობით ადამიანი ქვეყანაში გამეფებული სიღარიბითაა აღშფოთებული. მოსახლეობის მესამედი ქრონიკულად შიმშილობს. დემონსტრანტები პრეზიდენტის გადადგომის გარდა, ეკონომიკური რეფორმების გატარებას და კორუფციასთან ბრძოლას მოითხოვენ. აქციაში მონაწილე სტუდენტები საზოგადოებას ახალი _ `შროშანის რევოლუციისაკენ~ მოუწოდებენ. `შროშანის რევოლუციას~ უწოდებენ იმ მოვლენებს, რომლებიც ტუნისში 1987 წლის 7 ნოემბერს განვითარდა. მაშინ, ტუნისის, კონსტიტუციის 57-ე მუხლის შესაბამისად, ტუნისის პირველი პრეზიდენტი ხაბიბ ბურგიბა თანამდებობიდან გადააყენეს. აქციები, იემენში, გასულ კვირას დაიწყო. პრეზიდენტი ალი აბდალი სალეხი მოქალაქეეების დამშვიდებას შეეცადა და კონსტიტუციაში დემოკრატიული ცვლილებები შეიტანა. ასევე, გაუზარდა ხელფასები სამხედროებსა და სახელმწიფო მოხელეებს. თუმცა, ეს საპროტესტო აქციების შეჩერებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts