planetanews Posted January 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2011 კვლევითმა ინსტიტუტმა ,“IFAK”-მა უკრაინული ბიუროების დაკვეთით, რუსეთისა და უკრაინის ლიდერებზე გამოკითხვა ჩაატარა. გერმანელმა ანალიტიკოსებმა, IFAK-ის გამოკითხვა შეაფასეს, რომლის მიხედვითაც, რუსეთში, ზოგიერთ სფეროში პრეზიდენტის რეიტინგი პრემიერ-მინისტრისას სჭარბობს, უკრაინაში კი იანუკოვიჩითაც და აზაროვითაც უკმაყოფილონი არიან. რესპონდენტების უმრავლესობამ, ტერორიზმსა და კორუფციასთან ბრძოლის სფეროში და ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტაში დიმიტრი მედვედევს მიანიჭა უპირატესობა. ხოლო, საგარეო პოლიტიკურ საქმიანობაში პრემიერ-მინისტრ, ვლადიმერ პუტინს. რაც შეეხება უკრაინას, გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსახლეობის ნდობით ვერც პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი და ვერც პრემიერ-მინისტრი ნიკოლაი აზაროვი სარგებლობენ. რესპოდენტების აზრით, ისინი ცდილობენ ქვეყნის არსებითი პრობლემების გადაწყვეტას. გამოკითხვის შედეგებს ბოლომდე არ ენდობა კვლევით ჯგუფ “რუსეთ-დსთ”-ს ხელმძღვანელი, პროფესორი ჰანს-ჰენინგ შროდერი. თუმცა, მისი თქმით, აღნიშნული კვლევა მიუთითებს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში, მედვედევმა პოზიციები გაიმყარა და ახლა ცდილობს, მოიპოვოს საზოგადოებისა და მედიის კეთილგანწყობა მეორე ვადით პრეზიდენტობისთვის. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts