Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ლიტერატურულ თაობათა შეხვედრა საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში


Recommended Posts

http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/elfi-150x150.gifსაპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში (სამების ტაძარი) ელფის გამომცემლობა, ხვალ, 14:00 საათზე, პირველად საქართველოში ლიტერატურულ თაობათა შეხვედრას და მათი წიგნების პრეზენტაციას გამართავს.

 

საბავშვო მწერალთა ბრწყინვალე შედევრები, ორი წლის განვალობაში, “ელფის” გამომცემლობამ მოიძია, ასაკის მიხედვით დააჯგუფა და უმაღლეს პოლიგრაფიულ დონეზე გამოსცა, სათაურით: “ჩემი პირველი ქრესტომათია”. წიგნი განკუთვნილია ორიდან რვა წლამდე ბავშვებისათვის. ამასთან, ცალკე წიგნად გამოიცა 24 წლის გვანცა ჯობავას პირველი წიგნი “5 ბავშვი – 5 თბილისი.”

 

პრეზენტაციას დაესწრებიან უხუცესი მწერლები: 89 წლის ქეთევან ჭილაშვილი, 87 წლის ნინო ბეზარაშვილი, 82 წლის დოდო ხიმშიაშვილი და სხვები.

 

“ასეთი შეხვედრები და წარსულში ცენზურის მიერ დაწუნებული ტექსტების ძიება უნდა გაგრძელდეს. ეს საქმე უკვე დაწყებულია და უახლოეს მომავალში, “ელფის” გამომცემლობა თავის მკითხველს კიდევ არაერთ სიურპრიზს ჰპირდება,”- აცხადებენ გამომცემლობაში.

 

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი წიგნები სამხატვრო აკადემიის სტუდენტმა სალომე ხოტირაშვილმა დაასურათა.

 

პრეზენტაციაზე, დაწყებითი კლასის მოსწავლეები, გვანცა ჯობავას წიგნის “5 ბავშვი – 5 თბილისის” მიხედვით, სპექტაკლს წარმოადგენენ.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...