Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ბოლო 24 საათის განმავლობაში, იაშვილის კლინიკაში H1N1 ვირუსით ოთხი პაციენტი შეიყვანეს


Recommended Posts

http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/h1n1.jpgბოლო 24 საათის განმავლობაში, იაშვილის კლინიკაში H1N1 ვირუსით ოთხი პაციენტი შეიყვანეს.

 

“ექსპრესნიუსს” კლინიკიდან აცნობეს, რომ ბოლო 24 საათის გამნავლობაში, იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში H1N1 ვირუსით ოთხი პაციენტი მოათავსეს. აქედან, ორი უკვე გაწერილია და სახლში გადის მკურნალობის კურსს. ხოლო, ორი კლინიკაში რჩება. თუმცა, მათი მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია.

 

მათი თქმით, მიმდინარე წლის განმავლობაში, კლინიკაში H1N1 დიაგნოზით 24 პაციენტი მოათავსეს. ფატალურად არცერთი შემთხვევა არ დასრულებულა.

 

მათივე განცხადებით, კლინიკა პაციენტთა მისაღებად მზადაა, მობილიზებულია პერსონალი და მედიკამენტების სრული მარაგი არსებობს.

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, კი აცხადებენ, რომ შარშანდელთან შედარებით, წელს ვირუსით დაავადებულ ადამიანთა რიცხვი არ გაზრდილა. ამ დროისათვის, ლაბორატორიულად დადასტურებული, გრიპის ვირუსით დაავადებული, ადამიანების რაოდენობა 180-მდეა, აქედან 135 ადამიანს H1N1 დაუდასტურდა. რვა ადამიანი, კი გარდაიცვალა.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...