Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა


Recommended Posts

http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/memorandumi-150x150.jpgსტატისტიკის წარმოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის, 28 იანვარს, ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა და საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა ჭელიძემ მოაწერეს ხელი.

„ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად დაიხვეწა სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავების მეთოდოლოგია. ეს მემორანდუმი კიდევ ერთი ნაბიჯია ამ პროცესის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად“, – განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა.

მემორანდუმი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური მისიების რეკომენდაციებს ეფუძნება და განსაზღვრავს სტატისტიკის სფეროში თანამშრომლობის ჩარჩოებს საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის.

აღნიშნულ მემორანდუმზე ხელმოწერით, მხარეები თანხმდებიან, რომ თავიანთ სტატისტიკურ საქმიანობაში იხელმძღვანელებენ გაეროს სტატისტიკური კომისიის „ოფიციალური სტატისტიკის ფუნდამენტური პრინციპებით“, საქართველოს კანონით „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“;

მემორანდუმი წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ მხარეები ინფორმაციის მიმოცვლის პროცედურების გამარტივების მიზნით, შეუფერხებლად ითანამშრომლებენ ამ მემორანდუმით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, დამატებითი ფორმალობების გარეშე.

საქართველოს სტატისტიკის სისტემა წარმოდგენილია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს სახით, რომლებიც თანაბრად არიან პასუხისმგებელნი ეკონომიკური და ფინანსური მაჩვენებლების წარმოებასა და გავრცელებაზე, ქვეყნისა და საერთაშორისო მასშტაბით, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...