planetanews Posted January 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2011 http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/qairo-150x150.jpgეგვიპტის ხელისუფლებამ, ქაიროში, ქალაქის საკვანძო ობიექტების გაკონტროლების მიზნით, ჯარები შეიყვანა. დასავლური მედიის ცნობით, ქაიროს მთავარ მაგისტრალებზე, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალური ქვედანაყოფები დგანან. ეგვიპტის ხელისუფლებამ, ისლამური პარტიის -”ძმები-მუსულმანების” სამი წევრი დააკავა. ხელისუფლება ეჭვობს, რომ ამ ფრაქციის წევრები დღევანდელ აქციაში მონაწილეობას აპირებენ. ეგვიპტეში, ერთი კვირაა, სახალხო გამოსვლები მიმდინარეობს. მოსახლეობა ქუჩაში, ქვეყანაში გამეფებულმა კორუფციამ და უმუშევრობამ გამოიყვანა. ეგვიპტის ოპოზიცია 9 ადამიანის სიკვდილისა და ათასამდე მომიტინგის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts