planetanews Posted January 27, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2011 http://a.pix.ge/v/cwgij.jpg ლივერპულის გულშემატკივართა უმეტესობამ არ იცის, თუ რა არის KOP-ი, ამიტომ გთავაზობთ სტატიას ამის შესახებ… ეს არის ხმა. სტადიონზე ნასიარულებ კაცს ხმა არ გაუკვირდება, მაგრამ ხმასაც გააჩნია. ლივერპულის თამაშს მაშინაც მიყურებია, როცა 0:4 წაუგია და მაშინაც, როცა დიდებულად მოუგია და ეს ხმა ყოველთვის ერთნაირი იყო. მასში გულგატეხილობა ან რამენაირი სევდა არ იგრძნობა. ეს ხმა მოდუნებული არც მაშინ გამიგია, როცა “ენფილდის” გუნდი ჩემპიონთა თასის ფინალს შესვენებისთვის სამი ბურთით აგებდა და არც მაშინ, როცა მშობლიურ მინდორზე, ამოუსუნთქავად აწვებოდა მეტოქეს მეორე ტაიმში. მეორე ტაიმი, აი, ეს არის განსაკუთრებული დრო “ენფილდზე”, განსაკუთრებით მაშინ, როცა პირველი ტაიმი არასასურველი შედეგით დასრულებულა. მეორე ტაიმში ლივერპული ყოველთვის “კოპის” მხარეს უტევს, ასეთია ტრადიცია, ტრადიცია კი არა, საჭიროება და აუცილებლობა. “კოპი” მეთორმეტე კაცია. ამბობენ ხოლმე, მაყურებელია მეთორმეტე კაციო. ალბათ, მაშინ “კოპი” მეცამეტეა. რაც “კოპს” გოლები გაუტანია და თამაშები მოუგია, ვერავინ დათვლის. სწორედ “კოპია” ლივერპულისთვის დევიზის გამოხატულება. არასოდეს იქნები მარტოო, რომ დაამღერებენ. თუმცა, რაღა გამოხატულება, გამოხატულება კი არა ლამის ნახევარი საქმეა. “ენფილდის” ოთხთაგან ყველაზე სახელოვანი, კარს უკანა ტერასა საუკუნეზე მეტია დასახლებულია ადამიანებით, რომლებიც საკუთარ თავს მინდორზე მყოფებად აღიქვამენ. “კოპი” თავისი ხმითა და ტალღური წინწამოწევით არის ცნობილი. უცებ ისე მოაწყდება წინა რიგებს, თითქოს უნდა ბურთი “დაითრიოს” და კარში შეტენოს. ასეც ამბობენ: “მსოფლიოში არცერთ კარს უკანა ტერასას არ შეუწოვია მეტოქის კარში იმდენი გოლი, რამდენიც “კოპსო”. წარმოიდგინეთ მეკარე ხარ, შენს უკან კი “კოპია”. როგორია? ეს განსაკუთრებით უცხოელებს (მათთვის) გვეხება. პრემიერლიგის ხალხი, ასე თუ ისე, შეჩვეულია. მეორე ტაიმია და ზურგს უკან კი ქარიშხალი “კატრინა” თუ რაღაც ასეთი ასეთი ბორგავს. სულ არ ვამატებ. YOU WILL NEVER WALK ALONE – ამ სიმღერას ტრიბუნებზე ყველა მღერის, მაგრამ ისე, როგორც KOP-ი, ვერავინ. წითელი “ენფილდი” ძაან რამეა, მართლაც. “კოპი” კი ინგლისში იმდენია, ვერ დათვლით. თუმცა სახელი მხოლოდ ლივერპულმა გაუთქვა. უფრო სწორად “ენფილდის” “კოპმმა” გაითქვა სახელი, სხვაგან კი ამსიგრძე და ასე ხმამაღალი სიცოცხლე ვერ მიიღო. კოპი სხვა არაფერია, თუ არა ერთი ტიტველა მთა სამხრეთ ამერიკაში, რომელსაც აფრიკანურად სპიონ კოპი, საჯაშუშო ბორცვიო, თუ რაღაც ასეთი ჰქვია. იქ მოუხდათ ინგლისელებს ბურებთან ბრძოლა, ამათი ცნობილი ომის დროს და ინგლისში კი იმპერიულ-პატრიოტულ ტალღაზე, ასზე მეტი წლის წინათ რაირგვარ ადგილებს დაუწყეს სფაიონ ქოფის საპატიო სახელის მინიჭება. ამათ შორის თავი გამოიჩინეს სტადიონებმა, რომლებმაც ტერასებს ზედიზედ მიანიჭეს ბრძოლის ადგილის სახელი. ეს არის და ეს. სახელი ბევრ ცნობილსა თუ პატარა სტადიონზეა შემორჩენილი. თუმცაღა არსად, “ენფილდის” გარდა ასეთი მნიშვნელობა არ შეუძენია და ასეთ გამორჩეულ ძალად არ ჩამოყალიბებულა. მეტი რაღა გინდა, გუნდს მედიაში “კოპადაც” კი მოიხსენიებენ, ხოლო “ენფილდის” მნიშვნელობა უცებ სწორად ამ მოკლე სიტყვაში ჩაეტევა ხოლმე. პირდაპირ წერია ხოლმე, “კოპი” კმაყოფილია კენით, ანდა დღეს “კოპებმა” გოლი გაიტანესო. იოლი მისახვედრია რომ ამას მხოლოდ დრო და მარადიულობა თუ მოახერხებს. მარადიულობას კი აუცილებლად იგრძნობთ იმ ხმაში, იქაურობა რომ გამოსცემს. ეს სხვა ხმაა, ნამდვილად. სრულიად სხვა ხმა. არა, ძნელად რომ რამე შეედაროს, მეორე ტაიმში რომ მიაწვებიან ხოლმე, უკვე ბოლოსკენ. ვინ საიდან რას ურტყამს, რომ ვერ გაიგებ, ისინი იქიდან, ესენი აქედან. წინ წყალი, უკან მეწყერიო, რომ ამბობენ, ზუსტად ისეა. იმ დროს რაღაცა ხდება. გუნდიც ის არის, ვინც ამას უძლებს. ბევრს ვერ გაუძლია. მერე კი ერთი ამოსუნთქვა და ისევ სიმღერა. “კოპია”. ყველამ იცის. კარის ხაზს აწყდება მისი ღონიერი და ერთგული სუნთქვა. მთელ სიგრძეზე მიჰყვება ამ ხაზს. ასეა, უკვე რამდენი ხანია. ეს არის ხმა, რომელიც სწორად იმას ამტკივცებს, რომ შენ არასოდეს იქნები მარტო! YNWA View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts