planetanews Posted January 27, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2011 http://a.pix.ge/r/lp9ob.jpg ვილიარეალის ბრაზილელი ცენტრ-ფორვარდი ნილმარი, ლივერპულის საყრდენ ნახევარმცველს ესპანეთში ეპატიჟება. 26 წლის სამხრეთ ამერიკელი თანამემამულეს აუწყებს, რომ ესპანეთი მისი სტილია… ლუკასი ძირითად შემადგენლობაში ამ ბოლო დროს ვეღარ ხვდება. მას მეფე კენიმ 30 წლის გამოცდილი დანიელი ჩამშლელი, კრისტაინ პოულსენი ამჯობინა. გუნდში ლუკასის პოზიციაზე გუნდის კაპიტანი სტივენ ჯერარდი და მიმდინარე წლის ყველაზე ლამაზი გოლის ავტორი (ლივერპულის მაისურით) რაულ მეირელეშიც თამაშობენ. ამასთანავე 25 წლის ბლექპულის შოტლანდიელ კაპიტანს, ჩარლი ადამს უკვე ლივერპულელად თვლიან… ვილიარეალმა ცოტა ხნის წინ ოფიციალურად მიმართა ლივერპულს 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, საიდანაც მტკიცე უარი მიიღო. ისინი გაუმჯობესებულ წინადადებას უკვე ამზადებენ. “ლუკასი არის ფეხბურთელი, რომელიც ჩვენ გუნდს ერგება. ცნობლია რომ ჩემი მეგობრით ვილიარეალი უკვე მეორე ოფიციალურ წინადადებას ამზადებს. მან მკითხა თუ როგორი ცხოვრება იყო ესპანეთში, საიდანაც დადებითი პასუხი მიიღო. ის დიდებული ფეხბურთელი იქნება ჩვენი გუნდის, მე ამის მჯერა” – ციტირებს ნილმარის სიტყვებს TalkSport-ი. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts