Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) სახალხო მწვრთნელი – ბილ შენკლი ! #1


Recommended Posts

http://a.pix.ge/k/aq314.jpg

 

გთავაზობთ საკმაოდ ვრცელ პოსტს ლივერპულის ლეგენდარულ მწვრთნელზე, ბილ შენკლიზე, რომელმაც ლივერპულს გრანდის სტატუსი მოუტანა. უბრალოდ კაცი, რომელმაც ლივერპული ააყვავა. ახლა რასაც შემოგთავაზებთ, მერწმუნეთ ბილ შენკლიზე ყველაფერია.

 

“ზოგიერთებს ჰგონიათ, რომ ფეხბურთი სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხია. ასეთი მიდგომა გულს მწყვეთს. გარწმუნებთ, ფეხბურთი გაცილებით მეტია. “

 

“ფეხბურთში ან პირველი ხარ, ან არაფერი. მეორე ადგილი ჩემთვის არარსებობს”.

 

მსაჯების პრობლემა ისაა, რომ მათ იციან წესები, მაგრამ ფეხბურთის არაფერი გაეგებათ”.

 

ეს ბილ შენკლის სამი საყვარელი ფრაზა იყო, რომელზეც გუნდის თამაში ჰქონდა აწყობილი, გუნდის, რომელიც პრაქტიკულად მარტომ ჩამოაყალიბა. ახლა კი ამ კაცის ვრცელ ბიოგრაფიას გაგაცნობთ.

 

ინგლისში ბილ შენკლიზე უფრო ტიტულოვანი მწვრთნელებიც არიან, ისეთი სპეციალისტების მოძიებაც შეგვიძლია, რომლებიც მასზე უკეთესი საფეხბურთო ტაქტიკოსები იყვნენ, მაგრამ მეტ ბასბის გარდა, ვერ დაგვისახელებთ მეორე დამრიგებელს, რომელიც ფეხბურთელთა და გულშემატკივართა შორის ისეთი დიდი და უანგარო სიყვარულით სარგებლობდა, როგორითაც ლივერპულის შოტლანდიელი (ამ დროს მეფე კენის გახსენების დროა! – ავტ. ) მწვრთნელი.

 

შენკლი უდიდესი მოთხოვნილებებით გამოირჩეოდა, თუმცა, მის ნებისმიერ მითითებას მოთამაშეები განუხრელად ასრულებდნენ. მისტერ ბილი ფეხბურთელთაგან “მინდორზე სიკვდილს” (!) ითხოვდა და საკუთარი მაგალითით უჩვენებდა ფეხბურთელებს, თუ რას ნიშნავდა საქმისა და ლივერპულისადმი ერთგულება.

 

“დიდი მოტივატორი” – ასე იხსენიებს ბილ შენკლის კევინ კიგანი. შოტლანდიელმა ლივერპულის წევრებს შორის თბილი, მეგობრული, ლამის ოჯახური ურთიერთობა დაამყარა. იგი გუნდის მოთამაშეებს ხშირად სახლში იწვევდა, ჩაითა და ფუნთუშებით უმასპინძლდებოდა და საკუთარი ცხოვრებიდან საინტერესო ისტორიებს უყვებოდა. ამასთან, ფეხბურთელებსა და მწვრთნელს შორის გარკვეული დისტანცია ყოველთვის შენარჩუნებული იყო.

 

ბილ შენკლიმ კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანა ინგლისური საფეხბურთო ტრადიცია, რომლის მიხედვითაც თამაშისას უმთავრესი ფსიქოლოგიური განწყობა, მოგებისადმი დაუოკებელი სწრაფვა და პარტნიორის მხარდაჭერაა. ბილ შენკლის პერიოდში “ენფილდზე” სხვა სტადიონებისგან განსხვავებული სიტუაცია იყო დასადგურებული – ლივერპული მაღალ შედეგსაც აჩვენებდა, მისი ფეხბურთელები კი მინდორზე საკუთარი თავისა და გულშემატკივრებისათის სიამოვნების მისანიჭებლად გადიოდნენ.

 

შენკლი ვერ ეგუებოდა მცირეოდენ “ხალტურასაც” კი, მისთვის ცხოვრების მიზანი ფეხბურთის სამსახური გახლდათ და მან შთამომავლობას მილიონების საყვარელი თამაშის ერთგულებისა და სიყვარულის მაგალითი დაუტოვა.

 

ბილ შენკლი შოტლანდიის საგრაფო აღმოსავლეთ ეირშირის მეშახტეთა პატარა ქალაქ გლენბაკში 1913 წლის 2 სექტემბერს დაიბადა. მას ცხრა და-ძმა ჰყავდა. ოჯახში ფეხბურთი ძალიან უყვარდათ და ბილის ოთხი ძმაც პროფესიულ დონეზე ტამაშობდა. ერთ-ერთი ძმა ბობი კი მოგვიანებით წარმატებული მწვრთნელიც გახდა და 1962 წელს დანდი იუნაიტედის შოტლანდიის ჩემპიონატი მოაგებინა.

 

შენკლის ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობდა, ბილმა ერთხელ განაცხადა, 15 წლამდე აბაზანაში ბანაობა არ მღირსებიაო. გლენბაკის მცხოვრებთა დიდი უმრავლესობისათვის მეშახტეობის გარდა სარჩო-საბადებლის შოვნის ერთადერთი წყარო ფეხბურთი იყო. ბილი და მისი ძმები გლენბაკ ჩერიპეკსის ღირსებას იცავდნენ. ეს გუნდი პროფესიულ ფეხბურთელტა აღზრდის ნამდვილი კონვეიერი გახლდათ – დროის საკმაოდ მოკკლე მონაკვეთში მან 49 მოთამაშე დააფრთიანა და სხვა უფრო მაღალი კლასის გუნდებისაკენ დაულოცა გზა. ასევე იყო ბილ შენკლის შემთხვევაშიც.

 

1932 წლის ზაფხულში ბილს კარლაილ იუნაიტედის სკაუტებმა მიაქციეს ყურადღება და გუნდშიც აიყვანეს, თუმცა მწვრთნელები შენკლის ძირითად შემადგენლობაში დაყენებას არ ჩქარობდნენ და თავის გამოჩენის შანსი პირველად მხოლოდ 1932 წლის ბოლო კალენდარულ დღეს მისცეს. ზუსტად ერთი წელი გაატარა კარლაილში ბილმა და მიუხედავად იმისა, გუნდის მხოლოდ 16 მატჩში რომ მიიღო მონაწილეობა, იგი პრესტონ ნორთ ენდის სკაუტების თვალთახედვის არეალში  მაინც მოხვდა და 1933 წლის ივლისში ინგლისურ კლუბში გადავიდა. სატრანსფერო თანხამ 500 გირვანქა შეადგინა.

 

დროის მცირე მონაკვეთში ბილი პრესტონელთა საკვანძო მოთამაშე გახდა. შენკლიმ დიდი როლი ითამაშა ნორთ ენდის პირველ დივიზიონში გადასვლის საქმეში და ორჯერ ზედიზედ ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის ფინალშიც ითამაშა. თუკი 1937 წელს პრესტონელებმა ჩრდილო-ინგლისურ სანდერლენდთან წააგეს, მომდევნო წლის 30 აპრილს ბილ შენკლიმ და მისმა პარტნიორებმა “უემბლიზე” ფადერსფილდს დამატებით დროში 1:0 სძლიეს და პლანეტის ყველაზე ძველი საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ. იმ შეხვედრაში შენკლიმ კარგად ითამაშა, განსაკუთრებული ყურადრება კი მისმა ასპარეზობამ მას შემდეგ მიიქცია, როდესაც პრესტონმა ნახევარფინალში ლამაზ სტილში ბირმინგემის ასტონ ვილას 3:1 მოუგო.

 

1938 წელსვე შედგა შენკლის დებიუტი შოტლანდიის ეროვნულ გუნდში. იმ შეხვედრაში ინგლისის ნაკრებს 1:0 მოუგეს და უდიდესი სიხარული განაცდევინეს შოტლანდიის მთელ მოსახლეობას. ბილის სანაკრებო კარიერა 1939 წელს დაწყებულმა მეორე მსოფლიო ომმა შეაფერხა – შენკლიმ მხოლოდ 5 ოფიციალური მატჩი ჩაატარა სკოტთა უპირველესი გუნდის შემადგენლობაში. ომის დროს ინგლისში ჩემპიონატისა და თასის გათამაშებები შეცერებული იყო, თუმცა, სხვადასხვა სახის არაოფიციალური ასპარეზობები მაინც მრავლად ტარდებოდა, შენკლი კი იმ პერიოდში ნორთჰემპტონ თაუნის, ლივერპულის, არსენალის, კარდიფ სიტის, ბოლტონ უონდერერზის, ლუტონ თაუნის და პარტიკ თისლის მაისურით მოთამაშე იხილა ინგლისელმა გულშემატკივარმა.

 

ჩემ მიერ ჩამოთვლილ გუნდთაგან კანასკნელი შოტლანდიისა გახლავთ. მეორე მსოფლიო ომის უკანასკნელი ორი წელი ბილმა სამშობლოში გაატარა, 1946-47 სეზონის დაწყების წინ კი პრესტონს დაუბრუნდა და გუნდის შემადგენლობაში კიდევ სამიოდე წელი გაატარა.

 

1949 წლის მარტჩი ბილ შენკლი მოთამაშის სტატუსით ფეხბურთს საბოლოოდ ემშვიდობება და კარლაინ იუნაიტედის ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელად ინიშნება. დამწყებმა დამრიგებელმა მოთამაშეთა პატივისცემა დაიმსახურა, გუნდის შედეგებიც გაუმჯობესდა, თუმცა შენკლის მალე მოუწია კლუბის დატოვება – კლუბმა კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური ხელშეკრულება დაარღვია და ბილმაც უხელფასოდ მუშაობა არ ისურვა.

 

შენკლი ლივერპულში ჩავიდა, სადაც იქაური “წითლების” ხელმძღვანელებმა იხმეს, თუმცა მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა – ლივერპულის ბოსებმა გამოუცდელი მწრთნელის დანიშვნისაგან თავი შეიკავეს. ცოტა ხნით ბილ შენკლი გრიმსბი თაუნისა და უორგტინგტონს მოძღვრავდა, მისი სამწვრთნელო ტალანტი კი პირველად იმ ჰადერსფილდში გაიშალა, რომელიც ფეხბურთელობისას ინგლისის თასის ფინალში გაამწარა.

 

To Be Continued…

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...