planetanews Posted January 27, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2011 საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დელეგაცია სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის ნოტარიუსთა პალატას ეწვია. ესტონეთშიც, საქართველოს მსგავსად, სანოტარო საქმისწარმოება ელექტრონული ფორმით ხორციელდება. ვიზიტის მიზანი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოცდილების ურთიერთგაზიარება იყო. ქართული დელეგაციისთვის ოფიციალური შეხვედრები ტალინში 25 იანვარს დაიწყო და 27 იანვრის ჩათვლით გაგრძელდა. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლებმ მოინახულეს ესტონეთის ნოტარიუსთა პალატა, სანოტარო არქივი, ტალინის სანოტარო ბიუროებო, ასევე, ეწვივნენ ესტონეთის იუსტიციის სამინისტროს ინფოსისტემისა და რეგისტრაციის ცენტრს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts