planetanews Posted January 27, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2011 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/subeliani-150x150.jpgოკუპირეული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი, დღეს, ევროკავშირის ახლადდანიშნულ ელჩს ფილიპ დიმიტროვს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მხარეებმა სხვადასხვა საკითხებზე იმსჯელეს. მათ შორის, არსებულ და დაგეგმილ ერთობლივ პროექტებსა და მიმდინარე განსახლების პროცესებზე. კობა სუბელიანმა ელჩს დეტალურად გააცნო სამინისტროს საქმიანობა, ისაუბრა დევნილთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკაზე, არსებულ სირთულეებსა და მიღწეულ წარმატებებზე. ფილიპ დიმიტროვმა აღნიშნა, რომ ინფორმირებულია სამინისტროსთან მჭიდრო და წარმატებული თანამშრომლობის შესახებ და იმედი გამოთქვა, რომ არსებული ნაყოფიერი ურთიერთობა მისი მისიის განმავლობაშიც გაგრძელდება. მინისტრმა ელჩს ცხელი ხაზის ოთახი და დევნილთა მისაღები დაათვალიერებინა, ასევე, აუხსნა მონაცემთა ბაზის მუშაობის პრინციპი. ელჩმა აღნიშნა, რომ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ინფორმაციის გაცვლისა და სტატისტიკის წარმოების არსებულმა სისტემამ. შეხვედრისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ ახლო მომავალში რეგიონებში მცხოვრებ დევნილებს ერთობლივად მოინახულებენ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts