planetanews Posted January 27, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2011 28 იანვარს, 11.00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა საქართველოს საჯარო სკოლებში სასკოლო საფეხბურთო ლიგის შექმნის შესახებ მემორანდუმს გააფორმებენ.მის: დ. უზნაძის ქ. №52 28 იანვარს, 11.00 საათზე, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის სტატისტიკის წარმოების სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება.მის: გ. ლეონიძის ქ. #3/5 28 იანვარს, 11:00 საათზე, იუსტიციის სასწავლო ცენტრში (პროკურატურის შენობა) თემაზე “ფულის გათეთრება და ფინანსური დანაშაულის გამოძიება” ტრენინგი ჩატარდება. 28 იანვარს, 11.30 საათზე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე და გერმანული კომპანია `მიჰლბაუერის~ წარმომადგენლები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.თემა: “საქართველოში მიმდინარე წლიდან ელექტრონული პირადობის მოწმობების (ID ბარათების) სისტემა ამუშავდება”.მის: წერეთლის გამზ. #67ა 28 იანვარს, 12.00 საათზე, საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი მანანა სანაძე და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი ირაკლი კობიძე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ.მის: კოსტავას ქ. #77 ა 28 იანვარს, 12.00 საათზე, “ქრისტიან-დემოკრატების” ქუთაისის ორგანიზაციის ლიდერები ელექტრომექანიკური ქარხნის ეზოში, ქარხნის მუშა-მოსამსახურეებთან ერთად აქცია-ბრიფინგს გამართავენ.თემა: “მუშა-მოსამსახურეთა სახელფასო დავალიანება”. 28 იანვარს, 13:00 საათზე, “შერატონ მეტეხი პალასში” ოლიმპიურ კომიტეტსა და ფარმაცევტულ კომპანია “ავერსს” შორის ოფიციალური ხელშეკრულება გაფორმდება. 28 იანვარს, 13:00 საათზე, “ლეიბორისტული პარტიის” აღმასრულებელი მდივანი პაატა ჯიბლაძე ხუდადოვის ქუჩის მცხოვრებლებთან ერთად აქცია-ბრიფინგს გამართავს.თემა: “წყალში გადაყრილი მილიონები”.მის: ხუდადოვის ქუჩის ბოლო, სპორტულ მოედანთან 28 იანვარს, 13:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში პროექტის “მოხატული ისტორიული დოკუმენტები საქართველოს სიძველეთსაცავებიდან” პრეზენტაცია გაიმართება. 28 იანვარს, 14:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები წეროვანში მდებარე ახალი დასახლების #3 საჯარო სკოლას ესტუმრებიან და მოსწავლეებისთვის ლექციებს ჩაატარებენ. 28 იანვარს, 14:30 საათზე, პარლამენტის შენობის წინ დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის ინიციატივით აქცია-ბრიფინგი გაიმართება. 28 იანვარს, 14:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური საგადასახადო ომბუდსმენის კანდიდატურაზე კონსულტაციას გამართავენ.პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახი 28 იანვარს, 15.00 საათზე, ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატების” თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანი პარლამენტში, ფრაქციის სათათბირო ოთახში ბრიფინგს გამართავს.თემა: “ხელისუფლების მორიგი მზაკვრული გეგმა დევნილების წინააღმდეგ”. 28 იანვარს, 15.00 საათზე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დიდ დარბაზში ეროვნული კინოცენტრი კინოკომისიის პრეზენტაციას გამართავს. 28 იანვარს, 16:00 საათზე, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოში პიტერ სემნების შეხვდება.პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახი 28 იანვარს, 18:00 საათზე, სასტუმრო “რედისონში” პაატა ბურჭულაძის ინიციატივით, ახალი ფილმის “ღირს არს ჭეშმარიტად” პრეზენტაცია გაიმართება. 28 იანვარს, 18:00 საათზე, თბილისის საკრებულოში საკრებულოს სხდომა გაიმართება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts