planetanews Posted January 27, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2011 http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/01/be2b17c064ae09f8eb7b68552a0c3bb9.jpgთბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” მომხდარი საფრანგეთის მოქალაქის – სტეფან კოჰის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დააკავეს . შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგაზე, საკუთარ ნომერში, დანის გამოყენებით, მრავლობითი ჭრილობა მიაყენა სტეფან კოჰს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა სასტუმროს ნომრიდან მოიპარა სამი მობილური ტელეფონი, ფოტოაპარატი და პორტატული კომპიუტერი. თავად კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად ბრალდებული საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ამოღებულია დანაშაულის იარაღი და მოპარული ნივთები. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts