Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - რეზონანსი: „სომხეთის ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციის გაჟონვა მოხდა?“


Recommended Posts

 

 

/get_img?NrArticle=4318&NrImage=2

 

გაზეთი 'რეზონანსი

 

 

 

დღეს, გაზეთი „რეზონანსი“ თურქულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ შესაძლოა, სომხეთის მეწამორის ატომური ელექტროსადგურიდან რადიაციული მასალის გაჟონვა მოხდა. ამის გამო კი სომხეთის მოსაზღვრე 6 თურქულ პროვინციაში თურქეთის ხელისუფლებამ რადიაციული ფონის გაზომვა დაიწყო.

 

„რეზონანსი“ წერს, რომ სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო რადიაციის გაჟონვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. მათი ცნობით, ელექტროსადგური გამართულად მუშაობს და არანაირი ავარიული სიტუაცია არ დაფიქსირებულა.

 

„თურქეთის ატომური ენერგეტიკის საბჭოსთან არსებულმა ატომური კვლევების ცენტრმა „ჩეკმენჯიმ“ ამასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ მოსახლეობას პანიკის საფუძველი არა აქვს,“-წერს დღევანდელი „რეზონანსი.“

 

მიუხედავად ამისა, თურქეთში, სომხეთის მოსაზღვრე რეგიონებში მიწიდან, წყლიდან და ჰაერიდან აღებული სინჯების კვლევა უკვე დაიწყეს.

 

მიუხედავად სომხეთის ოფიციალური უარყოფისა, ინფორმაციამ უკვე გამოიწვია პროტესტი თურქეთის მოქალაქეებში. ისინი მეწამორის ატომური ელექტროსადგურის სასწრაფოდ დახურვას მოითხოვენ და მათ უკვე ამ მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებაც კი დაიწყეს.

 

იგივეს ითხოვს თურქეთის სტრატეგიული კვლევების ცენტრი „ტქუსანი“. მათი ხელმძღვანელის სინან ოგანის თქმით, სომხეთში არსებული ატომური ელექტრსადგური დიდ საფრთეს წარმოადგენს რეგიონისთვის და იგი სასწრაფოდ უნდა დაიხუროს. მისი ინფორმაციით, თუ მეწამორის აეს-ში რაიმე აფეთქება მოხდა, პირველ რიგში აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი დაზარალდებიან, რადგან ატომური ღრუბელი ამ ქვეყნებში გავრცელდება. სინან ოგანი თურქეთის ხელისუფლებისგან მოითხოვს, რომ მუშაობა დაიწყოს მეწამორის აეს-ის დახურვასთან დაკავშირებით.

 

„რეზონასნი“ დაუკავშირდა მწვანეთა მოძრაობის ლიდერს გიორგი გაჩეჩილაძეს, რომელმაც საფრთხეს რეალური უწოდა. მისი თქმით, სომხეთში აეს-ის აფეთქების შემთხვევაში ატომური ღრუბელი თბილისში 8 საათში მოაღწევს და მთელი ქალაქის ევაკუაცია გახდება საჭირო. თუმცა გაჩეჩილაძეს სომხეთში აეს-ზე მომხდარ ავარიაზე არანაირი ინფორმაცია არა აქვს.

 

გაზეთი ასევე ესაუბრა ფიზიკოს თენგიზ სანაძეს, რომელიც გაჩეჩილაძისგან განსხვავებით საფრთხეს ვერ ხედავს.

 

„ჩერნობილისგან განსხვავებით, აღნიშნული ატომური ელექტროსადგური დახურულია, იგი უჟანგავი ფოლადით არის გარშემორტყმული. ამიტომ, თუ მართლაც მოხდა რადიაციის გაჟონვა, ეს დაიღვრებოდა წყალში და მისი ატმოსფეროში გავრცელების საფრთე არ არსებობს“-განუცხადა ფიზიკოსმა რეზონანს.

 

„რეზონანსის“ ინფორმაციით, მეწამორის აესი ერევნიდან დაახლოებით 30 კმ-ში მდებარეობს და ის 1976 წელს ამჲშავდა. სპიტაკის მიწისძვრის შემდეგ ის 1988 წელს დახურეს, თუმცა შექმინილი ენერგოდეფიციტის გამო ერთი რეაქტორი 1993 წელს აამუშავეს, მეორე კი– 1995-ში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...