Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - საფრანგეთის მოქალაქის მკვლელობაში არასრულწოვანია ეჭვმიტანილი


Recommended Posts

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით დაკავებულია სასტუმრო "მერიოტში" საფრანგეთის მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი. სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის ზურა გვენეტაძის ცნობით დაკავებული არასრულწოვანია, რის გამოც სამართალდამცავები მის ვინაობას არ ამჟღავნებენ.საფრანგეთის მოქალაქე და კომპანია „სისტრას“ თანამშრომელი სტეფან კოჰი ამ დილით თბილისში, სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში მოკლული იპოვეს. მას ჭრილობა დანით ჰქონდა მიყენებული. სასტუმროს დაცვის სამსახურის განცხადებით, სავარაუდო მკვლელი მოკლულის ნომერში მისი ნებართვის გარეშე ვერ შევიდოდა.

 

პოლიციამ დაკავებული არასრულწლოვანის აღიარებითი ჩვენება გაავრცელა. ვიდეოჩვენებაში დაკავებული ყვება როგორ დაჭრა ურთიერთშელაპარაკების შემდეგ სასტუმროს ნომერში სტეფან კოჰი, რომელიც შემდეგ გარდაიცვალა და როგორ მოიპარა სასტუმროს ნომრიდან სამი მობილური ტელეფონი, ფოტოაპარატი და პორტატული კომპიუტერი.

 

გამოძიება მიმიდნარეობს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით.ნეტგაზეთი დაუკავშირდა საფრანგეთის საელჩოს საქართველოში, სადაც განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე არანაირ კომენტარს არ აკეთებენ და თუკი ელჩი რაიმე განცხადებას გაავრცელებს, მას ყველა მედიასაშუალებას მიაწვდიან.

 

კომპანია „სისტრასთან“ თბილისის მერიამ ხელშეკრულება გასულ წელს გააფორმა. ფრანგულმა ფირმამ თბილისში ტრამვაის ხაზების დაგეგმვაში უნდა მიიღოს მონაწილეობა.

 

 

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...