Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) ჯერარდმა კენის ფაქტორზე ისაუბრა


Recommended Posts

http://soccerpitch.co.za/wp-content/uploads/2009/05/steven-gerrard.jpg

 

ლივერპულის კაპიტნის თქმით ფულემთან რთულ ბრძოლაში გამარჯვება იმის ნათელი მაგალითია, თუ რა შეუძლია კენი დალგლიშს.

 

წითლებმა ცხრილში 7 ადგილზე აიწიეს რაც ძალიან სასიხარულო ფაქტია, მიუხედავად ურთულესი ბრძოლისა წითლებმა მაინც შეძლეს გამარჯვება. სტივის თქმით ეს ყველაფერი შოტლანდიელის მონაგარია.

 

“კენიმ მთელი გუნდი ერთ მუშტად შეკრა, ყველა ერთმანეთის გვერდით ვდგავართ მოთამაშეებიც და ფანებიც”.

 

“ღიმილი დაბრუნდა ბიჭების სახეებზე ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენ ძალიან ბევრის მიღწევა შეგვიძლია კენისთან, ერთად”. “ჩვენ ერთად ვიდექით და ვბრძოლობდით ქულის აღებისათვის”. “ვფიქრობ არ გვითამაშია ცუდად ჩვენ უდიდესი პროგრესი ვაჩვენეთ ამ მატჩში, ვაჩვენეთ თუ როგორია ჩვენი შემტევი პოტენციალი”.

 

“კენი გვეუბნება მუდმივად იმას რომ სტადიონზე არ ვინერვიულოთ და თავისუფლად ვითამაშოთ”. “ვფიქრობ ლიდერებმა კარგად იტამაშეს ფულემის წინააღმდეგ, ისევე როგორც ვულვზთან”.

 

“ჩვენ ავიღეთ სასურველი 3 ქულა”. “კარგია როდესაც მთელ შენს ძალას ვერ ავლენ სტადიონზე და მიუხედავად ამისა 3 ქულას იღებ ეს ბევრს ნიშნავს”. “სეზონის დასაწყისში უამრავი მატჩი დავთმეთ და ხომ წარმოგიდგენიათ ეს 3 ქულა რამდენს ნიშნავს ჩვენთვის”.

 

“ფულემთან ძალიან ორგანიზებულები ვიყავით, მაგრამ ურთულესი ბრძოლის ხარჯზე გავიმარჯვეთ ძალიან გაგვიჭირდა, მიუხედავად ამისა ჩვენ ძალიან კარგად ვუტევდით, მაგრამ კარგი იქნება უფრო მეტი იღბალი რომ გვქონდეს”.

 

ჩვენ ბიჭესბ ეხლა მომავალ შაბათს მატჩი აქვთ ენფილდზე სტოკთან, ამის შემდეგ კი ლონდონის ჩელსისთან 6 თებერვალს, ჯერარდის თქმით ისინი შეძლებენ 6 ქულის აღებას.

 

“ჩვენ გვაქვს შანსი მოვიპოვოთ მაქსიმალური ქულები”. “ჩვენ ერთად ავიწევთ ცხრილის ზედა ნაწილში, და ამით შევძლებთ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას”.

 

“ეხლა ჩვენ ერთი რამ გვიტრიალებს სტოკის დამარცხება, ამის შემდეგ კი ლონდონის ჩელსის”.

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...