planetanews Posted January 27, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2011 http://images.mirror.co.uk/upl/m4/jul2009/2/3/kenny-dalglish-pic-getty-751333271.jpg კენი დალგლიშის თქმით ის არ აპირებს 7 ადგილზე ყოფნას ცხრილში მას ბევრად უფრო დიდი მიზნები აქვს. წითლებმა 4 საფეხურით ზემოთ აიწიეს, ჯონ პანცილის ავტოგლის წყალობით მერსესაიდელებმა საკუთარ ენფილდ როუდზე 3 ქულა მოიპოვეს. როგორც დალგლიში აცხადებს მას ბოლო წუთების ყურება ძალიან გაუჭირდა, რადგანაც ლივერპული ძალიან გადარჩა რაულ მეირლეშმა ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა. “ვფიქრობ ბევრად უკეთესები ვართ ვიდრე აქამდე ვიყავით, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის რეალისტები უნდა ვიყოთ”. “7 ადგილი ეს საერთოდ არაფერზე არ მეტყველებს, ეს არ არის ის პოზცია რაც ამ კლუბს სურს და რაც ლივერპულის ტრადიციებს შეეფერება, ჩვენ ბევრად მაღლა ყოფნა გვსურს”. “ჩვენ ზედი ზედ ორი მატჩი მოვიგეთ ერთი საშინაო და ერთიც საგარეო, მაგრამ კიდე გავაგრძელებთ, ჩვენ დავიცავთ 3 ქულას სტოკის წინააღმდეგ”. “ფულემის მოთამაშეებს ბოლო წამებამდე ეგონათ რომ გოლს გაიტანდნენ ჩვენდა საბედნიეროდ ეს ვერ შეძლეს, ხშირ მატჩებში ჩვენი ანგარიში არ ასახავს იმას რაც სტადიონზე ხდება”. “ერთ-ერთი ურთულესი მატჩი იყო გუშინდელ ღამეს ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ ეს დიდი შრომის ნაწილია, აღტაცებულები ვართ ყველანი მეც ფანებიც ფეხბურთელებიც”. ლივერპულელები ალბათ უფრო წყნარად იქნებოდნენ მსაჯებს ფერნანდო ტორესის გოლზე თამაშგარე რომ არ ეჩვენებიათ, ისინი შეცდნენ ასეთია კენის მოსაზრება და შეუძლებელია არ დაეთანხმო. “კიდევ იღბალი, ისევ არ იყო საფეხბურთო ფორტუნა ჩვენს მხარეს ფერნანდო ტორესი ზუსტად იქ იდგა სადაც უნდა მდგარიყო”. “მსაჯის მცდარი გადაწყვეტილება რომ არა ტორესი დაგვაწინაურებდა”. “მსაჯებმა ცუდი გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ ეს არაფერია ასეთია ცხოვრება”. დალგლიში ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს კარის კარგად შენახვას, ამაზე მან ყურადღება ვულვზთან მატჩის შემდეგაც გაამახვილა. “სიმართლე უნდა ითქვას ფულჰემმა საკმაო რაოდენობის პრობლემები შეგვიქმნა, მაგრამ მათ ჩვენს წინააღმდეგ ვერაფერი გააწყვეს”. “თუ შენ ყველა გოლის რეალიზაციას შეძლებ, მაშინ დაცვაშიც ნაკლები სანერვიულო გექნება, და უფრო უკეთაც ითამაშებ, როდესაც იგებ უპირატესობას ფლობ და თავდაჯერებული ხდები სტადიონის ყველა პოზიციაზე”. 7 ადგილი დალგლიშს არ აკმაყოფილებს ეს ბუნებრივია მას დიდი მიზნები აქვს, მეტიც ის საერთოდ არ ფიქრობ რომ ლივერპული ქულებს დაკარგავს უახლოეს მომავალში. “შაბათს სტოკს დავამარცხებთ”. “ჩვენ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია, გვაქვს ამის ყველანაირი შესაძლებლობა არამგონია სტოკმა საკუთარ სტადიონზე სერიოზული ზიანის მოყენება შეძლოს”. “მე ერთი გზა მაქვს, ეს ის გზაა რასაც მე უნდა მივყვე, უნდა მოვიგო თამაშები, წინასწარ ვერაფერს ვერ განსაზღვრავ წინასწარ ბოდიშს ვიხდი თუ ვერ შევძლებთ მომავალი მეტოქის დამარცხება, მაგრამ ჩვენ ამის შესაძლებლობა გვაქვს”. აღსანიშნავია ის ფაქტორიც რომ ლუკას ლეივა არ თამაშობდა მას მცირე ტრამვა აქვს. “მას აქვს ბარძაყის ტრამვა”. “მას ექნება ლივერპულში თამაშის შესაძლებლობა, მაგრამ მის გარეშეც დავამარცხეთ მეტოქე”. “ჩვენ გვყავს კრისტიან პოულსენი რომელმაც იგი ძალიან კარგად შეცვალა, ჩვენ ჩავსვით კრისტიანი შემადგენლობაში, ის კარგად გამოიყურებოდა”. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ლივერპულის ბოსმა ასევე გაამხილა ის ფაქტორი რომ ჯეი სპირინგ ფეხზე მოტეხილობა აქვს. ჟურნალისტებმა კვლავ დაუსვეს კითხვა ტრანსფერების შესახებ “ეხლა ვერაფერს გეტყვით, სიახლის შემთხვევაში ჩვენ ყველაფერს შეგატყობინებთ” “ყველაფერი თავის ადგილას არის, ფინანსებიც არის, მაგრამ ასე ადვილი არ არის ფეხბურთელების შეძენა მითუმეტეს ასეთ დროს, ჩვენ მოვუყვანთ ისეთებს რომლებიც იდეალურები იქნებიან ჩვენთვის თუ ასეთს ვერ აღმოვაჩენთ არც კი შევეცდებით შეძენას”. “ძალიან ბევრი იწერება პრესაში და ბევრი ჭორი მესმის ტელევიზიაშიც, ძალიან ბევრი ჭორები დადის, მაგრამ კონკრეტულზე ვერაფერზე ვისაურებ, რაიმე კონკრეტული თუ იქნება შეგატყობინებთ გპირდებით”. “ვფიქრობ რაიან ბაბელის გადაწყვეტილება იყო კონკრეტული მისი მხრიდან”. “ვფიქრობ რაიანმა კარგი გადაწყვეტილება მიიღო მისთვის ეს აუცილებელიც იყო, მას სურდა რეგულარული თამაში ძირითადში, ამიტომაც ვფიქრობ ეს გადაწყვეტილება მომგებიანი იყო როგორც კლუბისთვის ასევე რაიანისტვის”. “კლუბში ყველა წარმატებას უსურვებს მას”. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts