planetanews Posted January 27, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2011 http://b.pix.ge/m/1z74z.jpg ჯერარდმა აღნიშნა, რომ გუნდის ახალმა მწვრთნელმა კენი დალგლიშმა ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების შეკვრა მოახერხა. ამასთან დასძინა, რომ “წითლებს” პრემიერლიგის 18-ე ტურის გადატანილ მატჩში ფულემთან (1:0) გაუმართლათ. “მწვრთნელმა კლუბის ერთ მთლიან ორგანიზმად გაერთიანება შეძლო, რაც გულშემატკივრები და ფეხბურთელები არიან ერთად აღებული. ვარჯიშებზე ვხედავ რომ პარტნიორების სახეზე ღიმილი ისევ გაჩნდა. დალგლიშის მოსვლით ყველამ მიიღო თავის გამოჩენის შანსი. ძალიან მიხარია, რომ ფულემის დამარცხება შევძელით. მიუხედავად იმისა, რომ კარგი თამაში არ გვიჩვენებია. თუმცა ხასიათის სიმტკიცის ხარჯზე დადებით შედეგს მივაღწიეთ. კენი მოედანზე თავისუფლებას გვაძლევს. ლონდონელებთან დაპირისპირებაში გაგვიმართლა და ლივერპულმაც ფორტუნას მიერ ბოძებული შანსი სრულად გამოიყენა. სეზონის დასაწყისიდანვე ასე რომ გვეთამაშა, გაცილებით მაღალ ადგილზე ვიქნებოდით”, – განაცხადა ჯერარდმა. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts