Jump to content
Planeta.Ge

NTFS ფაილური სისტემა ფლეშკაზე


Recommended Posts

როგორც ვიცით სტანდარტულად ფლეშკები მუშაობენ FAT32 სისტემაზე. მაგრამ კარგა ხანია არსებობს დიდი მოცულობის ფლეშკები 4 გბ და მეტი. ასეთ შემთხვევაში სასურველია დავფიქრდეთ უფრო სრულყოფილი ფაილური სისტემის გამოყენებაზე, როგორიცაა NTFS, რათა ფლეშკაზე არსებული მონაცემები უფრო დაცული იყოს სხვადასხვა ტიპის "უბედური" შემთხვევებისაგან, ან შევძლოთ დიდი ზომის ფაილების კოპირება ფლეშკაზე (4 გბ-ზე მეტი), ისე რომ არ დაგვჭირდეს მათი ნაწილებად დაჭრა :))

 

რათქმაუნდა NTFS-ზე გადასვლა კარგია მხოლოდ მაშინ თუკი ფლეშკას იყენებთ მარტო კომპებზე, რომლებზეც აყენია თანამედროვე ოპერაციულ სისტემები. თუკი ფლეშკას იყენებთ სხვა მოწყობილობზეც (პლეერები და ა.შ.) მაშინ ჯობიათ დარჩეთ FAT32-ზე, ვინაიდან ეს უკანასკნელები NTFS ვერ გაიგებენ.

 

მაშ ასე, თუ თქვენ უკვე გადაწყვიტეთ თქვენი ფლეშის NTFS ფაილურ სისტემაზე გადაყვანა, დააკოპირეთ თქვენი ფლეშკიდან მონაცემები კომპში (ვინაიდან ფორმატირებისას ფლეშკაზე ყველაფერი წაიშლება) და შევუდგეთ NTFS ფაილურ სისტემაზე გადასვლას :on_the_quiet2:

 

1. შევიდეთ My Computer-ში ავირჩიოთ ის ფლეშკა, რომლის უნდა გადავიყვანოთ ახალ ფაილურ სისტემაზე. მაუსის მარჯვენა ღილაკზე კლიკით გამოვიძახოთ კონტეკსტური მენიუ და ავირჩიოთ properties

 

http://ccollomb.free.fr/blog/wp-content/USB2NTFS-1.png

 

2. გადავიდეთ Hardware განყოფილებაზე, ავირჩიოთ ჩვენი ფლეშკა და კვლავ დავაჭიროთ properties

 

http://ccollomb.free.fr/blog/wp-content/USB2NTFS-2.png

 

3. გადავიდეთ policies განყოფილებაში და დავუსვათ პტიჩკა Optimize for performance ---> OK

 

http://ccollomb.free.fr/blog/wp-content/USB2NTFS-3.png

 

4. და შევუდგეთ ფლეშკის დაფორმატებას

 

http://ccollomb.free.fr/blog/wp-content/USB2NTFS-4.png

 

http://ccollomb.free.fr/blog/wp-content/USB2NTFS-5.png

 

შეგვიძლია მოვნიშნოთ პტიჩკა Enable Compression, რაც შიდა "არქვიტორს" ჩართავს და ზედმეტი წვალების გარეშე ჩვენ ფლეშკაზეც ადგილსაც მოვიგებთ.

 

მომზადებულია F1 გუნდის წევრის, თქვენი მონამორჩილი რომანის მიერ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...