planetanews Posted January 27, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2011 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/images10-150x150.jpgსაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია დღეს, ბოლივუდის დელეგაციას შეხვდა. შეხვედრის მიზანი საქართველოსა და ინდოეთს შორის კინოწარმოების სფეროში მომავალი თანამშრომლობის საკითხების განხილვა იყო. ამის შესახებ ბოლივუდის რამდენიმე დიდ პროდიუსერულ კომპანიასთან შეთანხმება გასული წლის ნოემბერში ინდოეთში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვიზიტისას მოხდა. ინდოელი კინომწარმოებლების 5-კაციანი ჯგუფი (ნარენდრა ბაჯაჯი – “სიდჰი ვინაიაკ ქრიეშენზი”; ვარუნ ბაჯაჯი – თანაპროდიუსერი; ჩირაგ ბაჯაჯი –აღმასრულებელი პროდიუსერი; როოპ ნაიკი – “ზიპ პაპ ზუმ პროდაქშენი”; ლელა სოფოვეი – შეთავაზებული კოორდინატორი (ქართულ-ინდური ბიზნესი) საქართველოში ერთი კვირის განმავლობაში დარჩება, ბოლივუდის დელეგაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გარდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრსაც შეხვდა. ამასთან, იგეგმება ინდური კინოს წარმომადგენლების ქართველ კოლეგებთან შეხვედრა, კერძოდ, სააქციო საზოგადოება “ქართული ფილმის” ხელმძღვანელობასა და ქართველ კინოპროდიუსერებთან. ინდოელი სტუმრები ქართული ფილმის პრეზენტაციასაც დაესწრებიან. დელეგაციის ვიზიტს ორგანიზებას უწევს საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო. ერთი კვირის განმავლობაში ინდოელი პროდიუსერები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს მოინახულებენ და ადგილზე შეისწავლიან საქართველოში ფილმის გადაღების პერსპექტივებს სხვადასხვა მიმართულებით. ინდოელი პროდიუსერები ამ დღეების განმავლობაში საქართველოს შესახებ ვიდეორგოლს გადაიღებენ, რომლის პრეზენტაციაც ინდური კინოინდუსტრიის წრეებსა და ტელევიზიებში მოხდება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts