planetanews Posted January 27, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2011 http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/01/201007214045-300x192.jpgსასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 108-ე, მკვლელობის მუხლით დაიწყო . ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” შსს-ს ადმინისტრაციის უფროსმა, შოთა ხიზანიშვილმა განუცხადა. მკვლელობის საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დამატებითი დეტალების დაკონკრეტებისგან შოთა ხიზანიშვილმა თავი შეიკავა. სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტის” მე-3 სართულზე, საკუთარ ნომერში უცხოელი, საფრანგეთის მოქალაქე მოკლეს. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />არსებული ინფორმაციით, უცხოეთის მოქალაქეს რამდენიმე ჭრილობა დანით აქვს მიყენებული. მოკლულია, სავარუდოდ, 40 წლამდე მამაკაცი. სასტუმროს ადმინისტრაციაში ოფიციალურ კომენტარებს არ აკეთებენ, თუმცა პირად საუბრებში ამბობენ, რომ სტუმრის ნომერში მოკლულისთვის უცნობი პირი ვერ მოხვდებოდა. წინასწარი ვერსიით, მკვლელობის მიზეზად ურთიერთშელაპარაკება სახელდება. ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს. შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებისთვის საინტერესო გარკევული მასალა სასტუმროს ვიდეოკამერებაც დააფიქსირეს. Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts