planetanews Posted January 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2011 http://www.myliverpool.ru/_nw/58/89685861.jpg ლივერპულმა მოიპოვა პირველი საშინაო გამარჯვება მას შემდეგ, რაც გუნდს სათავეში კენი დალგლიში ჩაუდგა… მატჩის ბედი ”კოტეჯერების” მცველის ჯონ პაინტსილის ავტო გოლმა გადაწყვიტა… ”წითლებს” ძირითად შემადგენლობაში დაუბრუნდა გუნდის კაპიტანი სტივ ჯერარდი, რომელმაც ლეივას ადგილი დაიკავა ამ უკანასკნელმა კი მატჩი მცირე ტრავმის გამო გამოტოვა. 6 წუთზე ”მერსიაიდელების” პირველ სერიოზულ შეტევას გოლი მოჰყვა. რაულ მეირელეშის ბრწყინვალე პასით, ტორესს სტოკდეილის კარის აღება არ გასჭირვებია, თუმცა ესპანელი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა და გოლი ”წითლების” სამწუხაროდ არ ჩაითვალა. მალევე 5 წუთში მარტინ კელის მარჯვენა ფლანგიდან აქტიური თამაშის ხარჯზე, მეირელეშს გოლის გატანის კარგი შანსი მიეცა თუმცა ”ლონდონელების” გოლკიპერი დამაჯრებლად მოქმედებდა. 29 წუთის განმავლობაში ფულჰემმა ორი საგოლე მომენტი შექმნა. თავიდან კლინტ დემპსიმ ცადა ხოსე რეინას კარის აღება, მაგრამ უშედეგოდ, შემდეგ ანდრიუ ჯონსონის ბრწყინვალე პასით მუსუ დემბელეს შეეძლო წონასწორობის აღდგენა, თუმცა ვერც მან შეძლო ”ანფილდზე” ჩასული ”ფულჰემის” გულშემატკივრების გახარება. მეორე ტაიმში ”წითლები” კვლავ გააქტიურდნენ და 52 წუთზე ანგარიში გახსნეს. ტორესის დარტყმის შემდეგ ბურთი ბრედ ჰანგელანდს მოხვდა, შემდეგ ძელს, სტოკდეილი და პეინტსილი ბურთის გამოტანას ცდილობდნენ თუმცა მათთვის ეს მომენტი გადამწყვეტი აღმოჩნდა, პაინტსილმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მატჩის მიწურულს სტუმრები გააქტიურდნენ და რამდენიმე ძალიან სახიფათო მომენტი შექმნეს პეპ რეინას კართან, თუმცა ესპანელი კიპერი ბრწყნვალედ თამაშობდა და საკუთარი კარი მშრალად შეინახა. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts