Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - ვეტერანების პასუხი პრეზიდენტს


Recommended Posts

ვეტერანი მალხაზ თოფურია, რომელიც იანვრის აქციებში მონაწილეობდა, დღეს პრეზიდენტს პასუხობს.

 

გუშინ გადაცემაში “პრეზიდენტი გისმენთ”, რომელიც თითქმის ყველა ნაციონალურ ტელეარხზე პირდაპირ ეთერში სამი საათის მანძილზე გადიოდა, მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეების შეკითხვებს პასუხობდა.

 

“რაც შეეხება ვეტერანებს, ყველას აქვს უფლება, გამოთქვას პროტესტი, მაგრამ სამშობლოს დაცვისთვის აღარ უნდა ითხოვდე რამეს. ყველა უნდა ისწრაფოდეს იმისთვის, რომ დაიცვას ის. თუმცა, სახელმწიფოს დახმარებაც უნდა არსებობდეს, რასაკვირველია, და არსებობს კიდეც“.–განაცხადა გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა.

 

დღეს ვეტერანი თოფურია კითხვაზე, თუ რას ფიქრობს პრეზიდენტის განცხადებაზე, ამბობს:

 

“ჩვენ პრივილეგიების მოთხოვნა არ გვსურდა, იქ ზნეობრივი მოთხოვნა იდგა წინ. ვეტერანების მოთხოვნები არ დაგვიყენებია დანარჩენი საქართველოს მოთხოვნებზე წინ… სხვადასხვა ბატალიონის ჯარისკაცები ჩუმად მოდიოდნენ ჩვენთან და გვეფერებოდნენ, ვერ გატეხავ ამ ხიდს, რომ ისინი სხვები არიან და ჩვენ სხვები. ვერ გატეხავ ამ ხიდს ბატონო მიხეილ”.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...