planetanews Posted January 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2011 /get_img?NrArticle=4314&NrImage=2 ბარაკ ობამას ონლაინ კონფერენცია აშშ- პრეზიდენტი ბარაკ ობამა 27 იანვარს ხალხის შეკითხვებს იუტუბზე ონლაინ სტრიმის საშუალებით უპასუხებს. ნებისმიერ მსურველს 25 იანვრიდან უკვე შეუძლია 20– წამიანი ვიდეოთი პრეზიდენტს დაუსვას კონკრეტული კითხვა და ატვირთოს იუტუბის სპეციალურ გვერდზე youtube.com/askobama. ვიდეოების მიღება 26 იანვარს შეწყდება. აშშ-ს პრესაში წინასწარ არ ვრცელდება ინფორმაცია, ონლაინ კონფერენციას გადასცემენ თუ არა რომელიმე ტელეარხის ეთერში. ბარაკ ობამა მსგავს ონლაინ კონფერენციებს წელიწადში რამდენჯერმე მართავს. მაგალითად, 2010 წლის გაზაფხულზე აშშ-ს პრეზიდენტმა ონლაინ კონფერენცია ფეისბუქზე გამართა. სოციალური ქსელის მომხმარებლებს შესაბამის გვერდზე პრეზიდენტისთვის კითხვების დასმა ეკონომიკურ კრიზისსა და რეფორმებზე შეეძლოთ. ამ შემთხვევაშიც, ტრანსლაცია ონლაინ რეჟიმში ხდებოდა. მსგავსი ონლაინ კონფერენციების დროს, როგორც წესი, ობამა ერთ ოთახში ერთი ჟურნალისტის პირისპირ ზის, რომელსაც წინ ლეპტოპი უდევს და ინტერნეტით შემოსულ კითხვებს უსვამს პრეზიდენტს, ან ერთად უყურებენ ვიდეო კითხვებს. /get_img?NrArticle=4314&NrImage=1 ვლადიმერ პუტინის ტელეკონფერენცია ხალხის კითხვებს წელიწადში ერთელ ტელეკონფერენციის ფორმატით პასუხობს რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინიც. მან პირდაპირ ეთერში ხალხისთვის პასუხის გაცემა ჯერ კიდევ პრეზიდენტობისას დაიწყო. ეს ტრადიცია რუსეთში უკვე წლებია მოქმედებს. მსგავსი ღონისძიება უკანასკნელად გასული წლის დეკემბერში ჩატარდა. აშშ-ს პრეზიდენტისგან განსხვავებით, პუტინის ტელეკონფერენცია პომპეზურობით გამოირჩევა. რუსეთის პრემიერის(მანამდე კი პრეზიდენტის) ერთი ჩვეულებრივი, ყოველწლიური ტელეკონფერენცია ასე გამოიყურება: კრემლში, ერთ დიდ, ტელეკამერებით სავსე დარბაზში ზის ვლადიმერ პუტინი. დარბაზში იმყოფება ასეულობით სხვადასხვა პრფოფესიის ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტებიც არიან. არის პირდაპირი ჩართვები რუსეთის სხვადასხვა ქალაქებიდან, საწარმოებიდან. ერთად შეკრებილი მოქალაქეები იხდიან მადლობებს, სვამენ კითხვებს და ა.შ. ტელეკონფერენცია წელიწადში ერთხელ რამდენიმე საათს გრძელდება და რამდენიმე ნაციონალური მაუწყებლის ეთერში ერთდროულად გადაიცემა. /get_img?NrArticle=4314&NrImage=3 მიხეილ სააკაშვილის ტელეკონფერენცია საქართველოს პრეზიდენტმა ხალხის ტელეტრანსლაციის საშუალებით უკვე მეორედ უპასუხა. პირველი პროექტი 2009 წლის 23 იანვარს განხორციელდა. მეორედ კი მსგავსი ტელეხიდი 2011 წლის 25 იანვარს შედგა. ის ხალხის კითხვებზე პასუხის გასაცემად რომელიმე ნაციონალურ ტელეკომპანიას იყენებს. პროექტის მომზადებაში თითქმის ყველა ტელეარხია ჩართული. მაგალითად, 2011 წლის ტელეკონფერენცია ახლადგახსნილი ტელეკომპანიის, ПИК-ის სტუდიაში დაიწყო. ამავე სტუდიაში მივიდა მიხეილ სააკაშვილი. სტუდიაში ორმოცდაათამდე ადამიანი იყო. გადაცემის მოდერატორები იყვნენ ПИК-ის ჟურნალისტი ეკატერინე კოტრიკაძე და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ჟურნალისტი ვახო სანაია. ახალი რუსულენოვანი ტელეარხი ПИК კი, კერძო ტელეარხის, „მზის“ შენობაშია განთავსებული. პრეზიდენტისთვის კითხვის დასასმელად პირველი არხის სტუდიაში 30-მდე ჟურნალისტი იყო შეკრებილი. მოდერატორად იქ პირევლი არხის ჟურნალისტი დავით პაიჭაძე მუშაობდა. კითხვის დასმის საშუალება მხოლოდ 8 ჟურნალისტს მიეცა. პრეზიდენტს კითხვებს უსვამდნენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან. ჩართვებში მონაწილეობას იღებდნენ დამოუკიდებელი ტელეარხების, „რუსთავი 2-სა“ და „იმედის“ ჟურნალისტები. ტელეტრანსლაცია 3 ნაციონალური ტელეარხის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. პრეზიდენტს მადლობა გადაუხადეს და კითხვა დაუსვეს ერთ-ერთი სასურსათო ქარხნიდანაც. დაახლოებით 20 საათზე სამუშაო ფორმაში გამოწყობილი ქარხნის თანამშრომლები და ქარხნის მენეჯერი პირდაპირ ეთერში ესაუბრებოდნენ პრეზიდენტს. მიხეილ სააკაშვილის ტელეკონფერენცია დაახლოებით 3 საათს გაგრძელდა. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts