planetanews Posted January 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2011 2011 წელს ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკური სიახლეები იორდანიელი ბიზნესმენების სოხუმში ვიზიტით იწყება. საინფორმაციო სააგენტო აფსნიპრესის ინფორმაციით, აფხაზეთისა და იორდანიის სავაჭრო პალატებმა საქმიანი საბჭოს შექმნის შესახებაც გააფორმეს ხელშეკრულება. იორდანიელი ბიზნესმენების დელეგაციის შემადგენლობაში ბანკების, სასტუმროების, ტელე-რადიო კორპორაციის, სამშენებლო და ფარმაცევტული კომპანიების მეპატრონეები შედიოდნენ. მათ შორის მყოფი იორდანიის აფხაზური დიასპორის წარმომადგენლები, სავარაუდოდ, ამ ვიზიტის ორგანიზატორებადაც გვევლინებიან.საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის თანახმად, ნებისმიერი ბიზნესაქტივობა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს ხელისუფლებასთან შეუთანხმებელია – უკანონოა. იხილეთ tabula.geზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts