Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) ლივერპული V ფულჰემი


Recommended Posts

 

 

18 დეკემბერს გადადებულ მატჩში ენფილდზე როი ჰოჯსონის ორი ყოფილი კლუბი დაუპირისპირდება ერთმანეთს…

 

დიდთოვლობის გამო ინგლისში არაერთი შეხვედრა გადაიდო. მათ შორის ლივერპულის ორი მატჩიც. ბლექპულთან შეხვედრა უკვე შედგა. ფულჰემთან მატჩში კი ლივერპულს “რეზერვში” აღარ ექნება სათამაშო…

 

18 დეკემბერს როი ჰოჯსონი თავის ყოფილ კლუბს უნდა დახვედროდა ენფილდზე, თუმცა თოვლის და კლუბის ხელმძღვანელების წყალობით დღეს როი უბრალოდ ამ ორი კლუბის ისტორიის ნაწილია. ერთისთვის ისტორიის “ოქროს ხანას” წარმოადგენს, მეორისთვის კი ცუდ კოშმარს…

 

ლონდონელ თეთრ-შავებს უკვე 29 მატჩია არ მოუგიათ ენფილდზე. თუმცა გასულ წელს ორივე შეხვედრა 0-0 დასრულდა.  ვულვზთან გამარჯვების შემდეგ წითლების გულშემატკივარს დიდი იმედები ჩაესახათ, თუმცა მეორეს მხრივ ფულჰემმა ბოლო 5 მატჩიდან 3 მოიგო და გასვლით შეხვედრებშიც საკმაოდ კარგი მაჩვენებელი აქვთ…

 

მერსესაიდელები რომ ნამდვილად არ ატარებენ თავის საუკეთესო სეზონს ეს ნათელია. ამ მატჩამდე წითლებს 23 ტურში 32 გოლი აქვთ გაშვებული. გასულ სეზონში კი  მთლიანად 35 გოლი გაუშვეს… გატანილსა და მიღებულს შორის სხვაობა კი უარყოფითი 1992-93 წლების სეზონის შემდეგ არ ყოფილა 23 ტურისთვის…

 

რაც შეეხება ფულჰემის და ლივერპულის ურთიერთდაპირისპირებებს: სულ ეს ორი კლუბი პრემიერლიგაში 46-ჯერ შეხვდა ერთმანეთს. აქედან 25 ლივერპულმა მოიგო, 8 ფულჰემმა, 17 კი ფრედ დასრულდა. ხოლო ენფილდზე იწითლებმა 16-ჯერ იმარჯვეს. 7 მატჩი ფრედ დასრულდა. პრემიერლიგის ისტორიაში კი ფულჰემს ჯერ არ მოუგია ლივერპულთან გასვლაზე…

 

სიმბოლურია, რომ უკანასკნელი მატჩი, რომელიც კენი დალგლიშმა მწვრთნელის რანგში ჩაატარა ფულჰემთან, 10-0 დასრულდა ლივერპულის გამარჯვებით !

 

ფერნანდო ტორესმა კი კენის მოსვლამდე ჩატარებულ 7 მატჩში პრემიერლიგაზე მხოლოდ 1 გოლი გაიტანა. მეფის მოსვლის შემდეგ კი ბოლო 3 თამაშში – 3 გოლი აქვს ანგარიშზე.

 

ფერნანდო უკვე შედის ლივერპულის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა ოცეულში. მას უკვე 81 გოლი აქვს გატანილი წითლებში და 19-ე ადგილს მხოლოდ 2 გოლიღა აშორებს…

 

იმის გამო, რომ გადადებულ შეხვედრებს რამოდენიმე კლუბი თამაშობს მხოლოდ, თუ ლივერპული დაამარცხებს ფულჰემს, წითლები 7-ე პოზიციაზე გადავლენ ცხრილში. ეს კი ამ სეზონის საუკეთესო მაჩვენებლი იქნება…

 

აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ დღეს მატჩშ ლი პრობერტი განსჯის. აქამდე მას ლივერპულის 3 შეხვედრაში უმსაჯია და სამივე ეს მატჩი მერსესაიდელთა გამარჯვებით დასრულდა…

 

ტრამვირებულები:

 

ლივერპულს კაპიტანი სტივენ ჯერარდი დაუბრუნდა დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ. ტრამვირებულთა სიაში კი კვლავ მხოლოდ ჯეიმი კარაგერია…

 

ფულჰემის მხრიდან კი მატჩს ბრიგსი, სენდეროსი და ზამორა გამოტოვებენ. ასევე საეჭვოა ეტუჰუს და  ჰიუზის თამაშიც. ხოლო მარკ შვარცერი, ისევე როგორც ლივერპულის ბრედ ჯონსი მატჩს აზიის თასზე ყოფნის მიზეზით გამოტოვებენ. (ა.)

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...