planetanews Posted January 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2011 http://a.pix.ge/g/zcdnn.jpg “წითლები” დღეს “ენფილდზე” ფულჰემს უმასპინძლებენ. მათ წინა ტურში სრულიად განსხვავებული ფეხბურთი გვიჩვენეს. ლივერპულმა ამ სეზონში მეორედ მოიგო გასვლაზე, ისიც 3-0. საინტერესოა რა შეცვალა მეფემ ასეთი? ეს ფეხბურთელები ხომ მის წინამორბედს, როი ჰოჯსონსაც ჰყავდა? განლაგება აშკარაა, რომ როი ჰოჯსონის ტაქტიკა და განლაგება სულაც არ იყო მცდარი, მის გუნდს, უბრალოდ, შთაგონება და აღტაცება აკლდა. დალგლიშს ტაქტიკასა და მოთამაშეთა ფუნქციებში ბევრი არაფერი შეუცვლია, მან ფეხბურთელებს გუნება გამოუკეთა. მან ბიჭებს შეახსენა ვინ არიან და სად თამაშობენ. შემადგენლობა მწვრთნელი ნაკლებად ენდობა პოლ კონჩესკის, სოტირიოს კირიაკოსსა და დავიდ ნგოგს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ წინამორბედის ჯინი სჭირს, რადგან ჰოჯსონის შეძენილ მეირელეშსა და კრისტიან პოულსენს პირიქით, რეგულარულად ათამაშებს. ეს წყვილი ჰოჯსონის ხელში კარგად ვერ თამაშობდა, ახლა კი დიდებულია. აურა ჰოჯსონი მთელი ექვსი თვის განმავლობაში გულგატეხილ და თავჩაქინდრულ ფიგურად გვევლინებოდა, დალგლიში კი მოედნის კიდესთან რთულ ეპიზოდებშიც კი თვითმპყრობელივით დგას და გამარჯვებულის აურას ასხივებს. მას აშკარად უყვარს რასაც აკეთებს და თავისი ბიჭების გოლებს ბავშვური გულწრფელობით ზეიმობს. სტილი ჰოჯსონი ფეხბურთელებს ზუსტად ეუბნებოდა როდის, სად და როგორ უნდა ეთამაშათ, დალგლიში კი მეტ სილაღეს აძლევს. ის მათ ერთსულოვნად შეტევისა და თავდაცვისკენ მოუწოდებს და ბიჭებიც უკეთესად თამაშობენ: მეტ ორთაბრძოლას იგებენ, მეტ სწორ პასს აწვდიან ერთმანეთს და ასე შემდეგ. დაცვა ჰოჯსონის ხელში „ლივერპული“ დაცვაში უხეშად ცდებოდა და ამის საწინააღმდეგო ხერხიც ვერა და ვერ გამოიძებნა. დალგლიშმა საკითხი „მარტივად“ მოაგვარა: თქვა, რომ „ლივერპულში“ ყველა ერთმანეთის მხარდამხარ დგას და… ბოლო შეხვედრებში ფერნანდო ტორესიც კი იყურება დაცვისკენ. ნახევარდაცვა ნახევარდაცვაში მთავარი აღმოჩენა რაულ მეირელეშია, რომელშიც ჰოჯსონმა 11,5 მილიონი ფუნტი გადაიხადა, მაგრამ მას პრემიერლიგასთან შესაგუებლად დრო დასჭირდა და… ბედის ირონიით მაინცდამაინც დალგლიშის ხელში ათამაშდა. თავდასხმა „ლივერპულის“ თავდასხმა ძირითადად ტორესია. ჰოჯსონს არც მასთან დაკავშირებით გაუმართლა: ესპანელი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ტრავმას იშუშებდა. ახლა, მეირელეშის დიდი მხარდაჭერით „ელ ნინიომ“ სამ შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა. ჰოჯსონიცა და დაგლიშიც ტორესს წინ წაწეულ, ფაქტობრივად ერთადერთ თავდამსხმელად მოიაზრებენ, ოღონდ, ჰოჯსონის ხელში ის არ ვარგოდა და… ვინ იცის „კეთილი ბებერი როი“ ნაწყენიც იყოს… View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts