Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ოკუპირებულ აფხაზეთში, საქართველო რუსეთის ფედერაციიდან რკინიგზელების შეყვანის შესახებ


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/Sagareo_8521438411-150x150.jpg2011 წლის 26 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ოკუპირებულ აფხაზეთში, საქართველო რუსეთის ფედერაციამ შეიყვანა 35 ჩელიაბინსკელი (სამხრეთ ურალის რკინიგზა) სპეციალისტი რკინიგზის შესაკეთებლად. ინფორმაციის თანახმად, რკინიგზელთა შემდეგი პარტიაა აფხაზეთში ა.წ. 27 იანვარს უნდა ჩავიდეს. ამ სპეციალისტების მიზანია ფსოუ-ოჩამჩირის მონაკვეთზე რკინიგზის აღდგენა-შეკეთება. სულ მთელი სამუშაოების შესასრულებლად დაგეგმილია რუსეთის რკინიგზის სამი ბრიგადის (800 სპეციალისტი) გამოყენება.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო ხასიათის ქმედებების გათვალისწინებით (საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის ს-300, საარტილერიო სარაკეტო დივიზიონის „სმერჩის”, ოპერატიულ-ტექნიკური სარაკეტი დივიზიონის „ტოჩკა-უ”-ს განლაგება, გამუდმებული სამხედრო წრთვნები და ა.შ.), მიგვაჩნია, რომ ამ შემთხვევაში რუსეთის მიზანია ინფრასტრუქტურის შექმნა სამხედრო დანიშნულებისათვის, კერძოდ, საქართველოს ამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მძიმე სამხედრო ტექნიკისა და დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალის გადაზიდვისათვის.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას, წინ უძღოდა რუსეთის სარკინიგზო ჯარების შეყვანა აფხაზეთში, საქართველო რკინიგზის სწორედ ამ მონაკვეთის „აღდგენა-შეკეთების” მიზნით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს მკაცრ პროტესტს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების მილიტარიზაციასთან დაკავშირებით და მოითხოვს რუსეთის ფედერაციისაგან შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, აიღოს ვალდებულება ძალის არგამოყენების შესახებ და მოახდინოს საქართველოს ტერიტორიის სრული და დაუყოვნებელი დეოკუპაცია.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...