Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - 2010 წელი ვისოლ ჯგუფის ისტორიაში ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/wissol-150x150.jpg2010 წელი ვისოლ ჯგუფის ისტორიაში ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა.

 

ევროპის 2010 წლის ბიზნეს დაჯილდოებაზე ვისოლ ჯგუფი 15000 წარმატებულ ევროპულ კომპანიას შორის შერჩეულ 10 საუკეთესო ბრენდს შორის დასახელდა.

 

ვისოლი ერთდაერთი ქართული კომპანიაა, რომელსაც ევროპის ბიზნეს დაჯილდოების უმაღლესი ჯილდო ერგო წარმატებული ბიზნეს საქმიანობისთვის.

 

2010 წელს ვისოლ ჯგუფმა ბიზნეს საქმიანობის დისერფიკაცია გააგრძელა და სუპერმარკეტების ქსელის “სმარტის” განვითარება დაიწყო.

 

2010 წელს ვისოლმა მსოფლიოში სიდიდით მე-4 ფრანგულ ნავთობკომპანიასთან “ტოტალთან” გააფორმა ექსკლუზიური ხელშეკრულება და მხოლოდ ვისოლის ქსელში იქნება შესაძლებელი “ტოტალის” უმაღლესი ხარისხის ფრანგული საავტომობილო ზეთებისა და საპოხი მასალების შესყიდვა.

 

2011 წლიდან მხოლოდ ვისოლის ავტოგასამართი სადგურების ქსელში შეუძლია მომხარებელს “უნიქარდით’ ქულების დაგროვება.

 

2010 წელს ვისოლ ჯგუფმა 40 214 943 ლარის ინვესტიცია განახორციელა, რომელიც ძირითადად ავტოგასამართი სადგურების ქსელის განვითარებას, ჩქაროსნული მაგისტრალის გორის უღელტეხილის ტერიტორიაზე დასასვენებელი კომპლექსის და სპორტული ცენტრების მშენებლობას მოხმარდა.

 

დღესდღეობით ვისოლის საკუთრებაში 90 ავტოგასამართი სადგურია.

 

ვისოლის ქსელში, სამომავლოდ საწვავის შესყიდვა მობილური ტელეფონის საშუალებით გახდება შესაძლებელი.

 

ვისოლის გაზის სადისტრიბუციო კომპანიის ძალისხმევით თელავის რაიონის 11 000-მდე ოჯახს საშუალება აქვს ზამთარი თბილად გაატაროს.

 

2010 წელს ვისოლ ჯგუფმა საფეხბურთო კლუბი “ტორპედო ქუთაისი” შეისყიდა და არა მხოლოდ ლეგენდარული კლუბის გაძლიერების, არამედ სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა და საბავშვო ფეხბურთის განვითარება ითავა.

 

2010 წელს, ფონდის “იავნანას” დამაარსებელმა პაატა ბურჭულაძემ ვისოლს, როგორც ქველმოქმედ კომპანიას, “ოქროს რაში” გადასცა.

 

ვისოლმა ყველაზე უხუცეს თანამშრომელი კუკური დიასამიძე დააჯილდოვა, ასევე ვისოლი ყველაზე მსხვილი კომპანიაა, რომელსაც ყველაზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული საქართველოს ნავთობსექტორში.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...