planetanews Posted January 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2011 qartuli partia“ქართული პარტია” პრეზიდენტის გამოსვლას გადაცემაში – “პრეზიდენტი პასუხობს შეკითხვებს” ცინიკურს და აღმაშფოთებელს უწოდებს. “სატელევიზიო გამოსვლისას, მიხეილ სააკაშვილმა, საზოგადოებას უამრავი არასწორი ინფორმაცია მიაწოდა და ქვეყანაში არსებული ვითარება, სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის ამსახველი სურათი შეგნებულად დაამახინჯა”, – ნათქვამია განცხადების ტექსტში. პარტიაში განსაკუთრებით ცინიკურს უწოდებენ პრეზიდენტის განცხადებას გმირთა მოედანზე ვეტერანი მეომრების საპროტესტო აქციის ძალის გამოყენებით დაშლას შესახებ. “მიხეილ სააკაშვილმა ცილი დასწამა და შეურაცხყოფა მიაყენა სამშობლოსთვის მებრძოლ ვეტერან მეომრებს, რისთვისაც საჯაროდ ბოდიში უნდა მოიხადოს. პრეზიდენტის განცხადება, რომ მათ წაბილწეს მემორიალი, სრული სიცრუეა და მიზნად ისახავს ქვეყნისთვის თავდადებული ადამიანების დისკრედიტაციას. ეს ადამიანები, ასეთ უმსგავსობას, თუნდაც იმიტომ არ ჩაიდენდნენ, რომ გმირთა მემორიალი, მათივე თქმით, “ეკლესიის შემდეგ, ყველაზე წმინდა ადგილია”. – აღნიშნულია განცახდებაში. მათივე თქმით, პრეზიდენტმა აღიარა, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა მისთვის უცხო არ არის და ეს მეთოდი მას დევნილებთან მიმართებაშიც გამოუყენებია. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილს არ დაუმალავს, რომ შეგნებულად იცრუა, როდესაც, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, დევნილ მოსახლეობას საახალწლოდ სოხუმში დაბრუნებას დაპირდა. “ქართული პარტიის” პოზიციით, სატელევიზიო გამოსვლით, საქართველოს პრეზიდენტმა, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი მმართველობა მთლიანად აგებულია სიცრუეზე, საზოგადოების არასწორ ინფორმირებაზე და არსებული რეალობის მოდელირებაზე. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts