planetanews Posted January 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2011 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/04/sakvarelidze_ramaz_701601492-300x268.jpgპროექტზე – “ხალხის შეკითხვებს პასუხობს პრეზიდენტი” თავისი შთაბეჭდილებები “ინტერპრესნიუსს” პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძეს გაუზიარა. <br style="padding: 0px; margin: 0px;" /><br style="padding: 0px; margin: 0px;" />_ ბატონო რამაზ, როგორ შეაფასებდით გუშინდელ ტელეხიდს? თქვენი აზრით, პრეზიდენტის ხალხთან ურთიერთობის ეს ფორმა მოქალაქეებთან დიალოგში შესვლის ილუზია იყო, თუ – დემოკრატიულობის დემონსტრირების სურვილი? <br style="padding: 0px; margin: 0px;" />_ ალბათ – უფრო დემოკრატიულობის დემონსტრირების სურვილი. პრეზიდენტმა გადაცემის დაწყების წინ თავად აღნიშნა, რომ პირდაპირი ეთერის დროს არ იქნება წინასწარ მომზადებული კითხვები. გადაცემის მსვლელობისას ისეთი კითხვებიც დაისვა, სიმართლე გითხრათ, არც კი ველოდი. ამას არც დარბაზში გამოუწვევია რაიმე აჟიოტაჟი და არც პრეზიდენტის მხრიდან მოჰყოლია გაკვირვება. კითხვები, რომელიც ხალხიდან სავარაუდოდ დაისმებოდა, დაისვა, მაგრამ აშკარად ეტყობოდა, რომ პრეზიდენტი რთულ კითხვებზე პასუხის გასაცემად მზად არ იყო; რაც მიუთითებს, რომ პრეზიდენტის გუნდს საზოგადოებაში არსებულ სავარაუდო კითხვებზე პასუხების გაცემისთვის არ უმუშავია. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />_ მიუხედავად განცხადებებისა, რომ პრეზიდენტს არ დავიწყებია დაპირება პენსიის 100 დოლარამდე გაზრდის შესახებ; უმუშევრობა 2012 წელს დაიძლევა, რომ მასწავლებელებს ხელფასი გაიზრდება; ორ წელიწადში ყველა სოფელს ექნება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, პრეზიდენტმა პრაქტიკულად აღიარა, რომ იმ ტიპის ინფლაციის შეჩერებისთვის, რომელთანაც გვაქვს საქმე, საქართველოს მთავრობა ბერკეტებს არ ფლობს…<br style="padding: 0px; margin: 0px;" />_ სწორედ მაგას მოგახსენებთ, რომ სასურველი იყო ამ კითხვაზე პასუხი ცოტა უფრო ოპტიმიზმის მომგვრელი ყოფილიყო. ოპტიმიზმის მომგვრელი არა იმიტომ, რომ რაღაცის ილუზია შეექმნა, არამედ თუნდაც იმიტომ, რომ ამ თვალსაზრისით პრეზიდენტსაც და მთავრობასც რეალურად სათქმელი მართლაც აქვს. გარკვეული ნაბიჯები იდგმება ინფლაციის შესაჩერებლად, ბანკი ზრუნავს იმაზე, რომ ინფლაცია მინიმუმამდე დაიყვანოს. გუშინ დავესწარი საქართველოს ეკონომიკურ განვითარების პერსპექტივაზე ახალგამოცემული წიგნის პრეზენტაციას, რომელიც ქართველმა ექსპერტებმა სანდრო თვალჭრელიძის ხელმძღვანელობით გამოსცეს. ამ წინგში ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პერქპექტივებზე არის საუბარი. ქვეყანას აქვს პერსპექტივა, რომ საკუთარი რესურსებით იკვებოს. ქვეყნის რესურსების მობილიზაციის შემთხვევაში შეიძლება, შექმნა ის სურათი, რომ ხელისუფლება გზებს ეძებს. იმის გამო, რომ ასეთი სურათი პირდაპირი Eეთერის დროს არ შექმნილა, ამიტომ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ საკითხი არ იყო მომზადებული. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />_ დევნილებზე ემოციურად საუბრის მიუხედავად, პრეზიდენტმა პრაქტიკულად უპასუხოდ დატოვა დევნილების გამოსახლებისა და ვეტერანების აქციის დაშლის შესახებ დასმული კითხვა. რას შეიძლება ეს ნიშნავდეს? <br style="padding: 0px; margin: 0px;" />_ შთაბეჭდილება იმისა, რომ პრეზიდენტის პირდაპირი ეთერი კარგად მომზადებელი არ იყო, სწორედ მაგ ტიპის თემატიკაზე პასუხების გამოც დარჩა. პრეზიდენტის ოპონენტებმაც აღნიშნეს, რომ მისი გამოსვლები ეუთო-ში, ნატო-ში, ევროპარლამენტში ბრწყინვალედ მომზადებული იყო. ეს გამოსვლები იმ თვალსაზრისით იყო ბრწყინვალედ აწყობილი, რომ პრეზიდენტს არც ერთ საკითხში უკან არ დაუხევია; ამავე დროს განცხადებები და ინიციატივები უაღრესად კონსტრუქციული და კორექტული იყო და მთელმა მსოფლიომ აიტაცა. არ არის აუცილებელი იყო არაკორექტული მაშინ, როდესაც შენს პოზიციას არ თმობ. სამწუხაროდ, დევნილებთან და ვეტერანებთან დაკავშირებით პრეზიდენტის გამოთქმული მოსაზრებებში არაკორექტულობის დიდი დოზა იყო. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />_ ჩემი აზრით, ბევრი სხვა პასუხისგან განსხვავებით, თურქეთში ქართული ძეგლების აღდგენის თემაზე პრეზიდენტის პასუხი აბსოლუტურად გასაგები და მართებული იყო..<br style="padding: 0px; margin: 0px;" />_ დიახ, აბსოლუტურად გასაგებიც და მოქალაქეობრივადაც აბსოლუტურად გამართულიც. სიმართლე გითხრათ, ამ თემაზე საუბრისას ძალიან მომეწონა, რომ ეს საკითხი მარტო ძეგლებს არ ეხებათ; ეხებათ იმ ადამიანებსაც, რომლებსაც განსხვავებული რწმენა აქვთ, მაგრამ არიან ეთნიკური ქართველები და არაქართველებიც; რომ მათი პიროვნული დაცვა საქართველოს ისეთივე ვალია, როგორც იმ ქართული ძეგლების აღდგენა, რომლებიც ახლა თურქეთის ტერიტორიაზეა. ამ თემაზე პრეზიდენტის პასუხი პოლიტიკურად და მოქალაქეობრივად მართლაც გამორჩეულად გამართული იყო. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />_ როგორ შეაფასებდით ოპოზიციისადმი გამოთქმულ მოსაზრებებს? <br style="padding: 0px; margin: 0px;" />_ რიგ საკითხებში პრეზიდენტი მეტისმეტად თავისუფლად მსჯელობდა და იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს ეს პრეზიდენტის ოფიციალური გამოსვლა სულაც არ იყო. ეს იგრძნობოდა იმავე დევნილებისა და ვეტერანების, ასევე, ოპოზიციის საკითხშიც. ვისურვებდი, რომ ოპოზიციის სისუსტეზე თავად ოპოზიციას ესაუბრა და არა – პრეზიდენტს. პრეზიდენტის ოპოზიციისადმი დამოკიდებულება ქედმაღლობის ნიშანს ატარებს, რაც სასურველი არ არის. ხელისუფლება, რაც უფრო მაღალ შეფასებას მისცემს-ხოლმე ოპოზიციას, მით უკეთესად გამოიყურება. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />_ ამომწურავად უპასუხა პრეზიდენტმა რუსეთის თემაზე დასმულ შეკითხვას. პასუხის არსი ასეთი იყო – რუსეთთან მოლაპარაკება რომ შესაძლებელი ყოფილიყო, ამას გააკეთებდა, მაგრამ მოსკოვთან მოლაპარაკებები პრაქტიკულად იმის გამოა შეუძლებელი, რომ რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში უკან დახევას არ აპირებს. მან პუტინი შაჰ აბასსაც შეადარა, ვითარებიდან გამოსვლის გზად კი მოთმინება, სტაბილურობა და სწრაფი განვითარება დაასახელა. თქვენ როგორ შეაფასებდით რუსეთთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებებს?<br style="padding: 0px; margin: 0px;" />_ პოზიციის თვალსაზრისით სადაო არაფერია. ნებისმიერი პოლიტიკოსი გაიზიარებს აზრს იმის შესახებ, რომ რუსეთთან ნებისმიერი მოლაპარაკება უაზრობაა, თუ მოლაპარაკების მაგიდის უკან ძალა არ დგას. უკვე ვისაუბრე, რომ პრეზიდენტის საერთაშორისო ტრიბუნაზე გამოსვლა კორექტულობით გამოირჩეოდა. ევროპულ ტრიბუნებზე გამოსვლისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზად არის რუსეთთან მოსალაპარაკებლად. სხვა თემაა, რამდენად სჯერა მას რუსეთთან მოლაპარაკების პერსპექტიულობის, მაგრამ თუ მისი წინადადება ძალაში რჩება, მაშინ მის მიერ რუსეთის ნიანგთან შედარება უადგილო იყო. რუსეთთან მიმართებაში რაც უფრო შემცირდება პრეზიდენტის მსჯელობაში ასეთი არასერიოზული ლექსიკა, ალბათ მით უფრო უკეთესი იქნება. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />საერთაშორისო აუდიტორიასაც რომ თავი დავანებოთ, ქართულ აუდიტორიაშიც საკმაოდ კრიტიკული დამოკიდებულება გაჩნდა მაშინ, როცა პუტინთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ეპითეტი “ლილიპუტინი” გამოიყენა. ამ გამონათქვამს ახლა “ნიანგიც” დაემატა. ჩემი აზრით, პრეზიდენტის ლექსიკაში ამგვარი გამონათქვამები პირდაპირი ეთერის მოუმზადებლობისა და შეფასებების ემოციურად, უცებ გაჩენელი სიტყვებით შევსების ბრალია. პრეზიდენტის გუნდს რომ ამ ინტერვიუზე ცოტა უკეთ ემუშავა, პრეზიდენტის პირდაპირი ეთერი ემოციური მომენტებისგან თავისუფალი იქნებოდა. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />_ ამერიკის თემაზე პასუხმა გარკვეული უკმარისობის გრძნობა დატოვა. დარჩა შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტმა პროფესორისა და ამერიკანისტის, ვასილ კაჭარავას კითხვა აშშ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივებზე უპასუხოდ დატოვა. რას შეიძლება ნიშნავდეს ამერიკის თემისადმი პრეზიდენტის ამგვარი დამოკიდებულება? <br style="padding: 0px; margin: 0px;" />_ ქართული დელეგაცია ამერიკიდან ჩამოსვლის შემდეგ ობამა-სააკაშვილის შეხვედრის შინაარსზე არ საუბრობდა, რაც, ჩემი აზრით, მიუთითებდა, რომ ამ თემაზე დასმულ კითხვაზე პრეზიდენტი სრულ პასუხს არ გასცემდა. შეხვედრის შესახებ ხელისუფლების სიჩუმემ გააჩინა ეჭვები, თითქოს ობამამ სააკაშვილს მიუთითა, რომ ხელისუფლებაში არანაირი სახით არ უნდა დარჩეს. არა მგონია, ამერიკაში ობამა-სააკაშვილის შეხვედრაზე რაიმე სერიოზული თქმულიყო გარდა იმისა, რაც პროტოკოლურად ვიცით – ანუ ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს და მადლობელია საქართველოს ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობით. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />ჩემი აზრით, სააკაშვილთან შეხვედრასთან დაკავშირებით თავად ობამას ამოცანა იყო, როგორც თავისი ოპონენტი “რესპუბლიკელების”, ისე რუსეთისა და მსოფლიოსთვის შეხვედრის ფაქტისა და საქართველოს მხარდაჭერის დაფიქსირება. ამდენად, ტექსტის თვალსაზრისით ამ შეხვედრაზე შესაძლოა, სხვა არც არაფერი ყოფილიყო. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />_ პირდაპირი ეთერის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებმა გამოთქვეს სურვილი პრეზიდენტთან ჟურნალისტების რეგულარულად შეხვედრის ტრადიციად ქცევის შესახებ. პრეზიდენტი შევარდნაძე ორ კვირაში ერთხელ ჟურნალისტებს ხვდებოდა. თქვენი აზრით, თავის დროზე რატომ თქვა უარი პრეზიდენტმა სააკაშვილმა ტრადიციად ექცია ჟურნალისტებთან თუნდაც ორ კვირაში ერთხელ შეხვედრა?<br style="padding: 0px; margin: 0px;" />_ ჟურნალისტებთან შეხვედრა არც ისე იოლი რამ გახლავთ. პირდაპირი ეთერის უზარმაზარ მასივშიც ჟურნალისტების კითხვები სირთულით გამოირჩეოდა. როდესაც ქვეყნის წინაშე სირთულეებია და მათ დიდ ნაწილზე პასუხიმგებლობა პრეზიდენტს ეკისრება, უნდა ვივარაუდოთ, რომ პრეზიდენტს ჟურნალისტებთან შეხვედრა იმის გამო არ ეხალისება, რომ პასუხის მოთხოვნა ჟურნალისტებს უფრო ეხერხებათ. უფრო ადვილია საზოგადოების ფართო ფენებთან დიალოგი, რადგანაც მოქალაქეები, როგორც წესი, თავიანთ კონკრეტულ პრობლემებს აყენებენ. ჟურნალისტებმა განზოგადოება იციან-ხოლმე და პრობლემის პრინციპულ პლანში განხილვა დისკომფორტს ქმნის. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />სხვათა შორის, შევარდნაძეც დიდ დისკომფორტში იყო, როცა ჟურნალისტებს ხვდებოდა. შევარდნაძის მმართველობის დროს ჟურნალისტებთან რეგულარულად შეხვედრის იდეა მოგვიანებით გაჩნდა. შევარდნაძე ჟურნალისტებთან შეხვედრებს დიდი კმაყოფილებით არა, მაგრამ მაინც იტანდა. აქ უკევე გამოცდილება თამაშობს როლს. მან იცოდა, რომ ჟურნალისტების კითხვები უნდა აეტანა. <br style="padding: 0px; margin: 0px;" /><br style="padding: 0px; margin: 0px;" />კობა ბენდელიანი<br style="padding: 0px; margin: 0px;" />“ინტერპრესნიუსი” Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts