planetanews Posted January 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2011 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/DSC07103-300x200.jpg“ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერის, ფიქრია ჩიხრაძის შეფასებით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი ტელეხიდი “შემაშინებლად არაკომპეტენტური” იყო. როგორც ჩიხრაძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, პრეზიდენტის არაკომპეტენტურობა განსაკუთრებით გამოიხატებოდა საქართველოში პროდუქციაზე ფასების ზრდასა და ინფლაციაზე საუბრისას. მისი თქმით, მსოფლიოში ყველა დემოკრატიული ქვეყანა ცდილობს, რომ გამოსავალი იპოვოს იმ ეკონომიკური კრიზისიდან, რომელიც ძალიან სერიოზულად არის დაწყებული და რა მასშტაბებს მიაღწევს არავინ იცის. “პრეზიდენტი კი ამის ახსნას იმით შეეცადა, რომ, თურმე, ჩინეთში ჭამა დაუწყიათ და ამის დაბალანსება, თურმე, საქართველოში ტურიზმის განვითარებით შეიძლება”, – განაცხადა ჩიხრაძემ. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />მისივე თქმით, რა თქმა უნდა, მსოფლიოში ინფლაციის პროცესი მიმდინარეობს, საქართველოში კი ხდება გასამმაგებულად. ჩიხრაძე მიიჩნევს, რომ ამის მიზეზია ის მონოპოლიური სისტემა, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ ჩამოაყალიბა და რამაც სწორედ ფასების ზრდა გამოიწვია. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, ოპოზიციის დასუსტების შესახებ, როგორც ჩიხრაძემ აღნიშნა, ამ თემაზე ის კომენტარის გაკეთებას არ აპირებს, რადგან მას ოპოზიციის მიმართ საკუთარი მოსაზრებები გააჩნია. “მემარჯვენეების” ერთ-ერთ ლიდერს არ დაუმალავს, რომ ეს შეხედულება არის ნეგატიური. მისი განცხადებით, პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, ურჩევნია, რომ ყავდეს სუსტი და მარგინალური ოპოზიცია და არანაირად არ სურს, რომ ეს ოპოზიცია იყოს კონკურენტუნარიანი. როგორც ჩიხრაძემ აღნიშნა, სააკაშვილი ყველაფერს აკეთებს საქართველოში ოპოზიციის შესუსტებისთვის. Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts