planetanews Posted January 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2011 http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/01/news_390.jpg“ქართული პარტია” პრეზიდენტის გუშინდელ ტელეხიდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მიხეილ სააკაშვილს რეალობის მოდელირებაში ადანაშაულებს.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />“25 იანვარს გადაცემაში – “პრეზიდენტი პასუხობს შეკითხვებს” – გამოსვლისას, მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებას უამრავი არასწორი ინფორმაცია მიაწოდა და ქვეყანაში არსებული ვითარება, სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის ამსახველი სურათი შეგნებულად დაამახინჯა”, – ნათქვამია განცხადების ტექსტში.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />პარტიაში განსაკუთრებით ცინიკურს და აღმაშფოთებელს იუწოდებენ პრეზიდენტის იმ შეფასებებს, რომლებიც გმირთა მოედანზე ვეტერანი მეომრების საპროტესტო აქციის ძალის გამოყენებით დაშლას შეეხებოდა. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />მათი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა ცილი დასწამა და შეურაცხყოფა მიაყენა სამშობლოსთვის მებრძოლ ვეტერან მეომრებს, რისთვისაც საჯაროდ ბოდიში უნდა მოიხადოს.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />“პრეზიდენტის ეს განცხადება, რომ მათ წაბილწეს მემორიალი, სრული სიცრუეა და მიზნად ისახავს ქვეყნისთვის თავდადებული ადამიანების დისკრედიტაციას. ეს ადამიანები ასეთ უმსგავსობას თუნდაც იმიტომ არ ჩაიდენდნენ, რომ გმირთა მემორიალი, მათივე თქმით, “ეკლესიის შემდეგ, ყველაზე წმინდა ადგილია”. აღსანიშნავია, რომ ასეთი ბინძური ფანტაზია შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასაც არ მოსვლია, წინააღმდეგ შემთხვევაში, შსს-ს მიერ 4 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში ეს “ფაქტები” აუცილებლად იქნებოდა მოხსენიებული. გარდა ამისა, სააკაშვილის მიერ გამოთქმული ბრალდებების შესახებ აქციის დაშლის შემდეგ დაკავებული პირების სასამართლო პროცესზე სიტყვაც არ თქმულა”, – აღნიშნულია განცხადებაში.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />განცხადების თანახმად, ამავე გადაცემაში საქართველოს პრეზიდენტმა აღიარა, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა მისთვის უცხო არ არის და ეს მეთოდი მას დევნილებთან მიმართებაშიც გამოუყენებია. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილს არ დაუმალავს, რომ შეგნებულად იცრუა, როდესაც, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, დევნილ მოსახლეობას საახალწლოდ სოხუმში დაბრუნებას დაპირდა. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტი უტიფრად ითხოვს, რომ მსგავსი ცრუ დაპირებებისთვის მომავალში მას “სიტყვაზე არავინ გამოეკიდოს”.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />პარტიის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი არასწორად წარმოაჩენს ქვეყანაში არსებული სხვა პრობლემების ნამდვილ არსსაც. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მედიკამენტების გაძვირების მიზეზებზე საუბრისას, პრეზიდენტი წინააღმდეგობაში ჩავარდა. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />“მან ჯერ აღიარა, რომ მედიკამენტებზე ფასები დღესაც დაუშვებლად მაღალია და რეგიონში ყველაზე ძვირია, შემდეგ კი ამტკიცებდა, თითქოს, სიტუაციას მონოპოლისტები აღარ მართავენ და აფთიაქები ერთი და იმავე პირის ხელში აღარ არის. თუმცა, არ უთქვამს, თუ ეს მართლა ასეა და ამ სფეროში ჯანსაღი კონკურენციაა, რატომ ძვირდება წამლები”, – აცხადებენ “ქართულ პარტიაში” და დასძენენ, რომ ასეთევე დამახინჯებული სურათი წარმოადგინა სააკაშვილმა უმუშევრობის, სიღარებესთან ბრძოლის და სხვა სოციალურ თემებზე საუბრისას.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />“ქართული პარტიის” პოზიციით, სატელევიზიო გამოსვლით საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი მმართველობა მთლიანად აგებულია სიცრუეზე, საზოგადოების არასწორ ინფორმირებაზე და არსებული რეალობის მოდელირებაზე. “ამიტომ, არსებულ პრობლემებთან გამკლავება და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა მხოლოდ ცრუპენტელა პრეზიდენტის ხელისუფლებიდან გაშვების შემდეგ იქნება შესაძლებელი”, – ნათქვამია განცხადებაში. “ინტერპრესნიუსი” Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts