Jump to content
Planeta.Ge

მაღაროელები გაიფიცნენ


Recommended Posts

ტყიბულში მინდელის სახელობის მაღაროს თანამშრომლები გაიფიცნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მაღაროს ერთ-ერთმა ინჟინერმა განუცხადა, გაფიცვის მიზეზი პროკურატურის თანამშრომლების მიერ 22 იანვარს მომხდარი აფეთქების გამო ერთ-ერთი სამუშაო უბნის ხელმძღვანელის ედემ სტურუას და ვენტილაციის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი დევდარიანის დაკავება გახდა.

 

მაღაროელები ფიქრობენ, რომ მომხდარში დამნაშავეები არა დაკავებულები, არამედ ის პირები არიან, რომლებიც ამჟამად თბილისში, დამწვრობის ცენტრში მკურნალობენ.

"გამოძიებამ სტურუა და დევდარიანი იმის გამო დაიჭირა, რომ მათ ადანაშაულებენ უსაფრთხოების ზომების იგნორირებაში, არადა, მათ გადაწყვეტილება აფეთქების შესახებ მას შემდეგ მიიღეს, რაც ამ ოთხმა ადამიანმა უთხრა, რომ მაღაროში ყველაფერი წესრიგშია და გაზის რაოდენობა საშიშ ზღვარს არ სცდება. თან აფეთქების დროს ხალხი მინიმუმ 100 მეტრით უნდა ამოეყვანათ _ ეს კი არ მომხდარა", _ აღნიშნა ინჟინერმა.

 

მისივე თქმით, დღესვე ტყიბულში იმერეთის რეგიონის რწმუნებულის აპარატის წარმომადგენლები იყვნენ ჩასულები.

მაღაროელები სამსახურში დაბრუნებას დაკავებული პირების გათავისუფლებამდე არ აპირებენ.

კომპანია "საქნახშირის" ტექნიკურმა დირექტორმა ზაზა გორდეზიანმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ დროისთვის მაღაროში მუშაობა შეჩერებულია.

 

http://www.interpressnews.ge/ge/ekonomika/157589-tyibulshi-magharoelebi-gaificnen.html

 

პ.ს. ჯერ სკოლები, ეხლა მაღარო... მიშა ასე ვერ მიაღწევ შენ 2013მდე ...ცოტა წაატორმუზე!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩVენ ეხლა ნამდვილად არ ვიცით ვინ ტყუის და ვინ მართალია, მაგრამ ერთი კია, გამოძიებასადმი ნდობა მინიმალურია
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ჩVენ ეხლა ნამდვილად არ ვიცით ვინ ტყუის და ვინ მართალია, მაგრამ ერთი კია, გამოძიებასადმი ნდობა მინიმალურია

ამაშია საქმე:

 

ტყიბულის მაღაროელთა გაფიცვა გრძელდება. როგორც "ინტერპრესნიუსს ტყიბულის მაღაროს ტექნიკურმა დირექტორმა, ზაზა გორდეზიანმა განაცხადა, გაფიცულთა რაოდენობა მისთვის უცნობია . :018: :018: :018: გაფიცულ მაღაროელებს ერთადერთი მოთხოვნა აქვთ, გაათავისუფლონ დაკავებული ორი პიროვნება. მაღაროელები მიიჩნევენ, რომ ისინი დამნაშავეები არ არიან; დამნაშავეებად დაზარალებულებს მიიჩნევენ, რომლებმაც შახტაში აფეთქება განახორციელეს და არ დაიცვეს უსაფრთხოების წესები.

 

მისივე თქმით, გამოძიება ჩატარდება და სპეციალური კომისიის დასკვნის შემდეგ, საგამოძიებო ჯგუფი გადაწყვეტილებას მიიღებს.

`გაფიცულები დღეს, 12:00 საათზე, კიდევ შეიკრიბებიან და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ, როგორ გააგრძელონ მუშაობა. ისინი თბილისიდან პროფკავშირების წარმომადგენლებს ელოდებიან~, _ აღნიშნა ზაზა გორდეზიანმა.

 

ტყიბულის მაღაროს ტექნიკურმა დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ ამჟამად ძიძიგურის სახელობის მაღარო შეუფერხებლად მუშაობს. მინდელის სახელობის მაღაროში კი, სადაც ახლახანს აფეთქება მოხდა და ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სპეციალური სამორიგეო რეჟიმია დაწესებული. მუშაობს: წყალამოღვრისა და სავენტილაციო სისტემები, შეუფერხებლად მიმდინარეობს მაღაროს ელექტროენერგიით მომარაგება.

გაფიცვა ტყიბულის მაღაროელებმა გუშინ დაიწყეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...