Jump to content
Planeta.Ge

საქართველო საქართველოს მოქალაქეებს

Recommended Posts

Siknadmo

რელიგიური შინაარსის წიგნებს არ ვგულისხმობდი. ტექნიკური და სამეცნიერო ხასიათის წიგნებზე იყო საუბარი.

ნუ, ეხლა მოვახდინოთ გრადაცია, თუკი წიგნი ტექნიკურ სამეცნიერო ხასიათის არაა სისულელეა, არაგონივრული მიდგომაა საკითხისადმი,

სხვათა შორის რელიგიური წიგნებიც შეიძლება იყოს სამეცნიერო, მაგალითად ბიბლიას მეცნიერები სწავლობენ,

ხო, თუკი მაგ ლოგიკას გავყვებით კანტი, ჰეგელი და თუნდაც მამარდაშვილი სისულელეა, ვინაიდან ფილოსოფია არ განეკუთვნება ტექნიკურ სამეცნიერო განხრას :)

ანდა რა ვუყოთ პოლიტოლოგიას, ეკონომიკურ-ფინანსური შინაარსის მქონე ლიტერატრუას, მოვნათლოდ სისულელედ?

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 33
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Siknadmo

თუკი მაგ ლოგიკას გავყვებით კანტი, ჰეგელი და თუნდაც მამარდაშვილი სისულელეა, ვინაიდან ფილოსოფია არ განეკუთვნება ტექნიკურ სამეცნიერო განხრას

ანდა რა ვუყოთ პოლიტოლოგიას, ეკონომიკურ-ფინანსური შინაარსის მქონე ლიტერატრუას, მოვნათლოდ სისულელედ?

მე არ მითქვამს სისულელეა ფილოსოფია და პოლიტოლოგია მეთქი. უბრალოდ ჩვენ ახლა ყველაზე უფრო ტექნიკური ხასიათის ცოდნა და განათლება გვჭირდება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნუ წიგნი ვიგულისხმე, თორემ ბრძანებებს რომ კითხულობენ ამაში ეჭვი არ მეპარება

რაში არ გეპარება ეჭვი რამდენ პოლიციელს აქვს 004 ბრძანება წაკითხული? ან რომელმა მათგანმა იცის 010 ბრძანება რას ეხება :)) :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

მე არ მითქვამს სისულელეა ფილოსოფია და პოლიტოლოგია მეთქი. უბრალოდ ჩვენ ახლა ყველაზე უფრო ტექნიკური ხასიათის ცოდნა და განათლება გვჭირდება.

აი ამაში კი ნამდვილად გეთანხმები :yes:

მაგრამ ეს რომ საჭირო და აუცილებელიც გახდეს ამისთვის პირველ რიგში ხელისუფლების დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს როგორც საზოგადოებისადმი ასევე ზოგადად ქვეყნისადმი,

\თუკი ჩვენ გავხდებით ტურისტული ქვეყანა და მხოლოდ და მხოლოდ მოსამსახურე პერსონალი ანდა უცხოური პროდუქტის მომხმარებელი ვის რაში დასჭირდება ტექნიკური მეცნიერება :(

არადა ტექნიკური მეცნიერების გარეშე თანამედროვე საზოგადოების განვითარება წამოუდგენელია

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

არიან ისეთებიც შენ რომ ჯიბეში ჩაგისვამენ ინტელექტითაც და ერუდიციითაც.

მაშინ გამოდის რომ მათ ზნეობასთან ქონიათ პრობლემები,აბა სამართალდამცავი რომ მიშა,მიშას სკანდირებას დაიწყებს..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

\თუკი ჩვენ გავხდებით ტურისტული ქვეყანა და მხოლოდ და მხოლოდ მოსამსახურე პერსონალი ანდა უცხოური პროდუქტის მომხმარებელი ვის რაში დასჭირდება ტექნიკური მეცნიერება

გუშინ არ უყურე სააკიანცის გამოსვლას? გამოგონებები იხსნის საქართველოსო, ამიტომ სკოლის მოსწავლეებს მოუწოდებს აქტიურად გამოიგონონ ახალი საოცრებები, აი ალბათ იმათ მანდატურებმა რომ ტუალეტები ახეხინეს მაგათი იმედი აქვს :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გუშინ არ უყურე სააკიანცის გამოსვლას? გამოგონებები იხსნის საქართველოსო, ამიტომ სკოლის მოსწავლეებს მოუწოდებს აქტიურად გამოიგონონ ახალი საოცრებები, აი ალბათ იმათ მანდატურებმა რომ ტუალეტები ახეხინეს მაგათი იმედი აქვს :givi:

არ მიყურებია, აქ წავიკითხე მისი გამონათქვამების შეფასებები და ასევე ბატონი პრეზიძენტის ციტატა მარგალიტები :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ მიყურებია

მოკლეთ საკითხი დგას ძალიან მარტივად რა ამ ტირანისგან გათავისუფლება მხოლოდ იარაღით შეიძლება სხვა გზა ნაღდად არ არსებობს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

მაშინ გამოდის რომ მათ ზნეობასთან ქონიათ პრობლემები,აბა სამართალდამცავი რომ მიშა,მიშას სკანდირებას დაიწყებს..

ნუ ეხლა ძალიან პრიმიტიული მიდგომა გამოდის საკითხისადმი :) შსს-ს პირადი შემადგენლობის რამდენი პროცენტი გინახავთ ამ სკანდირების პროცესში?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველო საქართველოს მოქალაქეებს ეს უნდა გახდეს მთავარი ლოზუნგი

ამაზე უკვე მორჩა საუბარი? :read:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

“კითხვა _- რა არის სამართალი, ისეთივე სირთულეს წარმოადგენს იურისპრუდენციისათვის, როგორც ლოგიკისათვის კითხვა, რა არის ჭეშმარიტება. რა თქმა უნდა, იურისტს შეუძლია გვიპასუხოს, რომ ის ეთანხმება სამართალს, ე.ი. იმას, რასაც მოითხოვს სამართალი მოცემულ დროს და მოცემულ სივრცეში; თუმცა, როცა საკითხი კანონის სამართლიანობას ეხება, როცა მისგან იმ ზოგადი კრიტერიუმების დადგენა მოითხოვება, რითაც შესაძლებელი გახდება სიმართლე არასიმართლისაგან გავარჩიოთ - იურისტი უძლურია; და ამას ის ვერასდროს შეძლებს, თუ ამ ემპირიულ საწყისს დროებით გვერდზე არ გადადებს და მსჯელობის წყაროს ძებნას მხოლოდ აზრში, გონში არ დაიწყებს”.

სამართლის დეფინიცია იურისპრუდენციისთვის სირთულეს არ წარმოადგენს, სახელმწიფოს მიერ დადგენილი ან სანქციონირებული ზოგადსავალდებულო ქცევის წესების ერთობლიობაა. სამართალი და სიმართლე ერთმანეთისაგან როგორც თეთრი და შავი ისე განსხვავდება, არასწორედ მსჯელობ როდესაც სიმართლის ძიებას სამართლით იწყებ, სამართალი სხვანაირად რომ ვთარგმნოთ არის ჩინოვნიკების სოციალურ სტატუსს მორგებული და სკამთა განმამყარებელი ნორმები, სიმართლე კი საზოგადოებრივი ურთიერთობის დამარეგულირებელი ზნეობრივი და მორალური პრინციპებიდან გამომდინარე მოქმედებაა ჩვენ შემთხვევაში არამართალი სამართალი გვაქვს ქვეყნის უზენაესი კანონით კონსტიტუციით დაწყებული საგადასახადო და საარჩევნო კოდექსებით დამთავრებული, მოუვიდა სააკიანცს თავში რომ სუნთქვა დანაშაულია? ხვალ მიიღებენ კანონს რომ თითოეულ ჩასუნთქვაზე დაწესდეს ჯარიმა 10 ლარის ოდენობით ჰოპ და ეს კანონი სამართლის ნაწილი გახდება. მაგრამ რამდენად იქნება მართალი აი ეგ რომ არ აინტერესებს მიშბოზნაცმოს ამიტომ გებადება ასეთი კითხვები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

MOXUCI

გეთანხმები.

ჩვენი საზოგადოება ნათლად ხედავს, სახელმწიფო სამართალი ფარდობითია და იგი სახელმწიფო მმართველის ნება-სურვილის მიხედვით იცვლება, რასაც სამართლის მცნების დევალვაციამდე მივყავართ. ჩვენ ვრწმუნდებით, რომ არსებული სამართალი მხოლოდ ძლიერთა ამქვეყნისათა ნების განხორციელების მექანიზმია. ხოლი ჩვეულებრივი მოქალაქისათვის სამართალი მხოლოდ დასჯისა და იძულების წყარო, ანუ ეთიკური მინიმუმია. /მ.თ./

ასეა კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი რომ ამოქმედდეს ან უნდა გქონდეს სამართალი ძლიერი ან ძალა სამართლიანი აქ კი რა გვაქვს, უძლური სამართალი და უსამართლო ძალა. ასეთ დროს ხალხი თავის თავზე იღებს ხოლმე მმართველობას ყველა თავმოყვარე ქვეყანაში, მაგრამ აქ იმხელა შიშის ფაქტორი დათესა ჩვენმა ტირანმა რომ მონათმფლობელური სახელმწიფოსგან მხოლოდ იმით განვსხვავდებით, რომ ფურცელზე დემოკრატიული რესპუბლიკა გვიწერია, ეს არ არის ჩემი როგორც ოპოზიციურად განწყობილი ადამიანის რადიკალური განცხადება ეს დღევანდელი სამწუხარო რეალობაა და უფრო სამწუხარო კი ის არის რომ მართალია მაღალფარდოვანი სიტყვებით საუბარი ვისწავლეთ მაგრამ ასჯერ ლოყაში გამრტყმელისთვის ხელის შებრუნება დაგვავიწყდა, ჯერ კიდევ კალიგულა იძახდა ასეთ რამეს დაე ვეზიზღებოდეთ სანამ ეშინიათ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

MOXUCI

ჟან ჟაკ რუსო - “თუ საჭიროა დამორჩილება, დაემორჩილე ძალას, თუ არაა აუცილებელი დაემორჩილო, მაშინ მოიხადე ვალი; ანუ თუ ადამიანს არ აიძულებენ დამორჩილებას, მაშინ შენ ვალდებული არა ხარ ეს გააკეთო." აქედან ჩანს, რომ სიტყვა “სამართალი” ძალას არაფერს მატებს. აქ ის, უბრალოდ, არაფერს ნიშნავს”.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...