Siknadmo Posted January 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2011 ვინ ვართ ჩვენ, რას წარმოვადგენთ, რას ვფლობთ, რა მომავალი გვაქვს ჩვენივე ქვეყანაში,ვინ გინდათ რომ იყვნენ თქვენი შვილები, ბოლო ბოლო ვისთვისაა ეს საქართველო, რას ამბობდა ილია ჭავჭავაძE-ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდესოდა სადაა ეს ყუდნება???თუკი მე არაფერს არ ვფლობ, კომუნისტების აშენებული სახლის გარდა, თუკი მე ის პერსპექტივა მაქვს რომ საუკეთესო შEმტხვევაში ვიყო ნაცმოელის ან უცხოელი ინვესტორის საწარმოს მუშაკი, დაქირავებული, თანაც უუფლებო, მითხარით რად მინდა მე ასეთი ქვეყანა და რად მინდა მე ასეთი საქართველო, რას მთავაზობს მე ნაცმოძრაობა, რომ აქ აშენდება სასტუმროები და აქ მე რესტორნების და სასტუმროების ხარჯზე უნდა ვიარსებო?ვიყო აფიციანტი, ბარმენი, შვეიცარი-(კაცი პრუჟინა)ხოლო თუკი ნიჭი მაქვს უნდა ავახვიო საზღვარგარეთ იქ ვისწავლო, მერე სადღაც მოვეწყო უცხოეთში და მშვიდობით საქართველო ხო?საბოლოო ჯამში მაქვს სურვილი რომ ამ ქვეყნის ბატონ პატრონი ვიყოთ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები,ხოლო ინვესტიციები რომლებიც განხორციელდება უნდა იყოს მიმართული თანამფლობელობისკენ, ანუ არსებობს ქართულ საწარმო და ინვესტორი ხდება თანაპარტნიორი,რატომ უნდა ფლობდნენ ისინი ენერგოსისტემას თუ გაზმომარაგებას?რატომ უნდა მუშAობდნენ ასფალტის დაგებაზე არაბები,არ ვარ წინააღმდეგი უცხოური ინვესტიციის მაგრამ უცხოური ინვესტიცია პირველ რიგში საქ. მოქალაქეებს უნდა ემსახურებოდეს, ასე რომ უნდა დავიწყოთ ბრძოლა საქართველოს დაბრუნებისთვის, რომელიც დღეს ნაცმოელების და უცხოელების ხელშია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted January 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2011 Siknadmoასე რომ უნდა დავიწყოთ ბრძოლა საქართველოს დაბრუნებისთვის, რომელიც დღეს ნაცმოელების და უცხოელების ხელშია მშვენიერი იდეაა და ლოზუნგიც. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2011 Siknadmo ბრძოლა საქართველოს დაბრუნებისთვისკაი დევიზია.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted January 26, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2011 Siknadmo მშვენიერი იდეაა და ლოზუნგიც.დღეს ჩვენ არ ვმონაწილეობთ საქართველოს მშენებლობაში, ხალხის პასიურობაც იმითაა გამოწვეული რომ ისინი ვერ ხედავენ საკუთარ ადგილს, ვთქვათ და მოვიდა ახალი ხელისუფლება მერე რა, სად იქნება ის რიგითი საქ. მოქალაქე მას შემდეგ რაც ხელისუფლება შეიცვლება,არ შეიძლება რომ მთელი ინიციატივა პარტიული აქტივისტებს ხელში იყოს, ყველა საჯარო დაწესებულებაში ვერ დასაქმდება,რეალურად უკვე განხორციელდა საქართველოს კოლონიზაცია, კოლონიზაციაა როდესაც ქვეყნის მთელ სიმდიდრეს უცხოელები ან უცხოელებთან დაახლოებული ხელისუფლების წარმომადგენლები ფლობენ,რატომ არ შეიძლება რომ საქ. მოქალაქე გახდეს თელასის ან ყაზტრანგაზის მეწილე?ან ეხლა მიწების დარიგებას რომ აპირებენ ბურებისთვის, როგორც ცნობილი გახდა 40$ აძელვენ ჰექტარ მიწას, ძუკუ, ნუთუ ეს არაა დისკრიმინაცია როდესაც საქ. მოქალაქეს არ შეუძლია ამ ფასად შეისყიდოს მიწა, ხოლო ბურს შეუძლია,ნამდვილი დისკრიმინაციაა თანაც ადგილობრივი მოსახლეობის Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted January 26, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2011 Siknadmo კაი დევიზია....უმთავრესი მაინც საქართველო საქართველოს მოქალაქეებისთვის, იმიტომ რომ სამწუხაროდ ეს აქტუალურია,ინვესტიაციომანიით შეპყრობილი ხელისუფლება ყველაფერს ყიდის უცხოელებზე და მიზეზიც გასაგებია,ელიტარული კორუფცია ერთის მხრივ და მეორეს მხრივ არ სურთ რომ საქ. მოქალაქეებს ქონდეთ ქონება,მესაკუთრე ადამიანი გაცილებით თავისუფალია,ხოლო უქონელი ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის გამოკვებისთვის იბრძვის,თუმცა კი, დღეს საქ. მოქალქე მესაკუთრეც დიდი წნეხის ქვეშაა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted January 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2011 Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted January 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2011 ჯერ უნდ აგაირკვეს ვინ ვუნ არის, მერე ვის რა უნდა, მერე ვის როგორ უნდა....აუუ...რა დაიბრინებს.,...ან რა არის დასაბრუნებელი, ეგ თუ იცის ვინმემ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted January 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2011 წიგნი გადაშალეთ.აი ჩემი ლოზუნგი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2011 Siknadmoლოზუნგი კი კარგია... მარა აი მასების აყოლიებაა პრობლემა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted January 26, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2011 წიგნი გადაშალეთ.აი ჩემი ლოზუნგი.შენ არ გეწყინოს და რაც მე შემიმჩნევია ინტერნეტ სივრცეში, ასეთი ლოზუნგის მატარებლები ძირითადად ის ხალხიავისაც წიგნიერება აკლია,რაც შეეხება კონკრეტულ ამ აზრს, ბოლომდე ვერ დაგეთანხმები,გააჩნია წიგნს, ეს ერთი, შეიძლება იქ ათასი სისულელე ან კონკრეტული ადამიანისთვის არასაჭირო რამ ეწეროს,გარდა ამისა, რაც ასევე მნიშვნელოვანია, წიგნის კიტხვა უნდა იცოდეს ადამიანმა, მხოლოდ გადაშლა და გადაფურცვლა არ შველის,აკადემიურ განათლებას წიგნის უბრალოდ კითხვით ვერ დაეუფლება,საგნის შესწავლაა საჭირო და გარდა ამისა უნდა იცოდე რატომ კითხულობ, რას შეგძენს, რა მოტივი გამოძრავებს წიგნის კითხვისას,წინააღმდეგ შემთხვევაში რაღა წიგნი წაგიკითხავს და რაღA სერიალისთვის გიყურებია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted January 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2011 Siknadmoგააჩნია წიგნს, ეს ერთი, შეიძლება იქ ათასი სისულელე ან კონკრეტული ადამიანისთვის არასაჭირო რამ ეწეროსრელიგიური შინაარსის წიგნებს არ ვგულისხმობდი. ტექნიკური და სამეცნიერო ხასიათის წიგნებზე იყო საუბარი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted January 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2011 Siknadmo რელიგიური შინაარსის წიგნებს არ ვგულისხმობდი. ტექნიკური და სამეცნიერო ხასიათის წიგნებზე იყო საუბარი.პოლიციელებმა კითხვა იციან? ნუ წიგნი ვიგულისხმე, თორემ ბრძანებებს რომ კითხულობენ ამაში ეჭვი არ მეპარება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted January 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2011 პოლიციელებმა კითხვა იციან? ნუ წიგნი ვიგულისხმე, თორემ ბრძანებებს რომ კითხულობენ ამაში ეჭვი არ მეპარება.ყველანაირი ხალხია იქ. ისევე როგორც საზოგადოებაში. არიან უწიგნურებიც და არიან ისეთებიც შენ რომ ჯიბეში ჩაგისვამენ ინტელექტითაც და ერუდიციითაც. მოკლედ პოლიციელები ამ საზოგადოების შემადგენელი ნაწილია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted January 26, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2011 Siknadmoლოზუნგი კი კარგია... მარა აი მასების აყოლიებაა პრობლემა...მასები-მასა, რაღაც უფორმო, უშინაარსო ხალხთა გაერთიანება ჯოგია,მასებს იყოლიებენ იმ შემთხვეავში როდესაც ლიდერს ან ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს აქვს კონკრეტული ინტერესებიდა ისინი იყენებენ ხალხს ამ მიზნის მიღწევისთვის, მასა კი არ უნდა ავიყოლიოთ არამედ საზოგდოებამ უნდა გააცნობიეროს თუ რა სურს, რა არის მისთვის სასარგებლო და რა უსარგებლო, და ასევე, ისიც გაითვალისწინოს რომ ძირითადად, დღეს დღეობით ხალხს ლამაზ შეკვრაში გახვეულ ქაქს სთავაზობენ, მაგალითად ტურიზმს-სასუტმრო-რესტორნებს, თითქოს თუკი ხულოში სამთო სათხილამურო კომპლექსი აშენდება ეს სიღAტაკეს ძირს დასწევს,ანუ ხდება მომსახურე მენტალობის ჩამოყალიბება, თანაც მომსახურეობის სფერო, თუკი ასევ ვიტყვი'თ სულაც არაა ცუდი, პროგრამისტიც, ექიმიც და იურისტიც მომსახურე პერსონალია, მაგრამ ჩვენ ამ პროფესიებს სულაც არ გვთავაზობენ, არამედ დამლაგებლის, მტვირთავის, მრეცხავის, მძღოლის, დისტრიბუტორის...ანუ ისეთ საქმიანობას რაც არაა შEმოქმედობასთან კავშირში, ადამიანი ხდება არაკვალიფიციური მუშა ხელი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted January 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2011 ყველანაირი ხალხია იქ. ისევე როგორც საზოგადოებაში. არიან უწიგნურებიც და არიან ისეთებიც შენ რომ ჯიბეში ჩაგისვამენ ინტელექტითაც და ერუდიციითაც. მოკლედ პოლიციელები ამ საზოგადოების შემადგენელი ნაწილია. აჰა.ეს ინტელექტუალები ალბათ ფორუმებზე მუშაობენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.