Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - H1N1ვირუსის 85 შემთხვევა გამოვლინდა


Recommended Posts

საქართველოში H1N1 ტიპის ვირუსი 85 ადამიანს დაუდგინდა, ხოლო ბე ტიპის ვირუსი –39 ადამინს. გამოვლენილი შემთხვევებიდან 7 მათგანი ლეტალურად დასრულდა.

 

მათ შორის 3 ადამიანი გარდაიცვალა ჰაშ1ენ1 ტიპის ვირუსით, ხოლო 4 – ბე ტიპის ვირუსით.

 

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, იანვრის თვეში სასწრაფო სამედიცინო დახმარებას გრიპის სიმპტომებით 6000-მა პაციენტმა მიმართა, აქედან ჰოსპიტალიზირებული 4000 ადამიანი იყო.

 

2010 წლის იანვრის მონაცემებით, სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობის რიცხვი 160 000 იყო, ლაბორატორიულად დადასტურებული იყო გრიპის 1117 შემთხვევა, 26 პაციენტი გარდაიცვალა.

 

„გრიპი კლავს ხალხს, საქართველოში ორი წელია, რაც ეს გახდა ცნობილი. ჩვეულებრივად, ყოველ წელს ვიღაც კვდება ამ გრიპით, არაფერი განსაკუთრებული წელს არ ხდება“.–ამბობს გიორგი კანდელაკი, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის აპარატის უფროსი.

 

ორსულები, 2 წლამდე ბავშვები, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები რისკ ჯგუფებს მიეკუთვნებიან.ამ და სხვა ტიპის რისკ ჯგუფებისთვის, რომლებშიც სამედიცინო პერსონალიც შედიოდა, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შემოდგომაზე ვაქცინები შეიძინა.თუმცა, როგორც კანდელაკი ამბობს, მცირე რაოდენობის ადამინმა ჩაიტარა აცრა გრიპის ვირუსზე. ხოლო ვადაგასული ვაქცინები მათ გაანადგურეს.H1N1 ვირუსის პირველი შემთხევვა კალიფორნიაში 2009 წლის 15 აპრილს გამოვლინდა.

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...