planetanews Posted January 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2011 /get_img?NrArticle=4308&NrImage=1 ნანა კვირტაია გერმანიის საკონსულოსთან; ფოტო: ეკატერინე მამამთავრიშვილი დღეს 15:00 საათზე გერმანიის საელჩოს საკონსულო განყოფილებასთან დევნილები შეკრიბნენ. მათ საკონსულოს წარმომადგენელს 80 განცხადება გადასცეს. განცხადებებით დევნილები გერმანიას თავშესაფარს სთხოვენ. საელჩოს წარმომადგენელმა განცხადებები აქციის მონაწილეების თვალწინ გაატარა რეგისტრაციაში. დევნილების თქმით, მათ განუმარტეს, რომ პასუხს რამდენიმე დღეში შეატყობინებენ. ,,ხელისუფლებამ იმ დონემდე მიგვიყვანა, რომ სამშობლოს დატოვებაზე დავიწყეთ ფიქრი. რაც გაგვიკეთეს ვანდალიზმია. Mმე 2008 წლიდან ვცხოვრობდი ზუბალაშვილის 42 ნომერში, 2 შვილის დედა ვარ. ქუჩაში გამოგვყარეს და სადღაც ფოცხოსა და ეწერში გვიპირებენ გადასახლებას. თვალით არ მაქვს ეგ ადგილები ნანახი და არც სურვილი მაქვს’’, - აცხადებს დევნილი ნანა კვირტაია. ხვალ 11 საათზე დევნილები გამომცემლობა ,,სამშობლოსთან” შეიკრიბებიან, საიდანაც საფრანგეთის საელჩოსთან აპირებენ გადანაცვლებას. ხვალვე გამოცხადდება იმ გრანდიოზული აქციის თარიღიც, რომლის ჩატარებასაც დევნილები გეგმავენ. /get_img?NrArticle=4308&NrImage=2 დევნილები გერმანიის საკონსულოსთან; ფოტო: ეკატერინე მამამთავრიშვილი /get_img?NrArticle=4308&NrImage=3 დევნილები გერმანიის საკონსულოსთან; ფოტო: ეკატერინე მამამთავრიშვილი სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts