Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - პრეზიდენტი დატყვევებული მეზღვაურებისა და მილიონიანი კონცერტების შესახებ


Recommended Posts

25-ე ტელეარხის ჟურნალისტმა ნათია როყვამ მიხეილ სააკაშვილს ჰკითხა, რას აკეთებს ხელისუფლება მეკობრეების მიერ დატყვევებული ქართველების გასათავისუფლებლად და იგეგმება თუ არა სარეზერვო ფომდიდან მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად თანხის გამოყოფა, მაშინ, როცა ბათუმში ბოლო ორ წელიწადში კონცერტებში მილიონობით ლარი დაიხარჯა.

 

პრეზიდენტმა სატელევიზო პროექტში "გისმენთ პრეზიდენტი" ჟურნალისტს ასე უპასუხა:

 

„სახელმწიფომ ბათუმში გაატარა ძალიან ბევრი ღონისძიება ტურისტების მოსაზიდად. ეს ყველაფერი არის რაღაცით გაზომვადი. გეთანხმებით, ბიუჟეტის რაღაც პროცენტები იხარჯება კონცერტებზე. სქართველოს სულ ჰქონდა მტერთან პრობლემა. ამ ერს რომ შეეწყვიტა სიმღერა, ცეკვა, კულტურის შექმნა, ეს ქვეყანა არ იარსებებდა. გაჭირვების ჟამს მეფეებივ მუდმივად ავალებდნენ წიგნების დაწერას, ეკლესიების მოხატვას და ა.შ.“

 

პრეზიდენტმა ჟურნალისტს კითხვა შეუბრუნა და ჰკითხა: „თქვენ და თქვენს ოჯახს, თუნდაც ტელევიზიას, გექნებათ შემოსავლები, თუ ეს ტურისტები არ შემოვიდნენ? ეს კონცერტები პირდაპირ ეთერში მიდიოდა მეზობელი ქვეყნების რამდენიმე ტელეკომპანიაში. ეს არის ჩვენი გზა მსოფლიოსკენ. მტრის ჯინაზე ჩვენ გავძლიერდებით, მოვიკრებთ ძალას და მოვიგებთ ამ ომს.

 

რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა მოქალაქეს არ ვივიწყებთ. არის რაღაც ინფორმაციები, რომლებიც, მიუხედავად საჯაროობისა, ტელევიზიით არ უნდა თქვა.“

 

მიხეილ საკააშვილმა სომალელი მეკობრეების მიერ დატყვევებულ მეზღვაურებთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარი არ გააკეთა.

 

საქართველოს ნაციონალურ არხებზე გადაცემა "გისმენთ პრეზიდენტი" ამჟამადაც გრძელდება.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...