planetanews Posted January 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 25, 2011 ,,რუსეთთან მოლაპარაკება რომ შეიძლებოდეს, ამას ვერავინ დამასწრებდა’’– განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემაში ,,გისმენთ პრეზიდენტი’’, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს. მან რუსეთი ნიანგს შეადარა და თქვა, რომ საქართველო რაც უფრო განერიდება მას, მით უფრო მალე დაიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს. სააკაშვილი რუსეთს ოკუპანტს უწოდებს, თუმცა ამბობს, რომ გულის ფანცქალით ელოდება იმ დროს, როცა ამ სიტყვას აღარ გამოიყენებს. ,,მე გულის ფანცქალით ველოდები იმ დროს, როცა ამ სიტყვას არ გამოვიყენებ და ოკუპირებული ტერიტორიები განთავისუფლდება’’. პრეზიდენტის თქმით, რუსეთი დასუსტებულ სტადიაზე მყოფი იმპერიაა, რადგან იქ გაძლიერებულია რიტორიკა და კორუფცია. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts