Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) დალგლიშის სატრანსფერო ისტორია


Recommended Posts

http://img.metro.co.uk/i/pix/2011/01/11/article-1294784632209-0CB5EEA6000005DC-637489_636x300.jpg

 

კენი დალგლიში 1985–1991 წლებში ლივერპულის მენეჯერი გახლდათ და ამ პერიოდში მან არაერთი მნიშვნელოვანი ტრანსფერი განახორციელა…

 

მეფე კენიმ ლივერპულის არაერთი ლეგენდარული ფეხბურთელი მოიყვანა გუნდში. მათი ჩამონათვალიც კი უბრალოდ შთამბეჭდავია:

 

იან რაში 1998 წლის აგვისტოში 2,800,000 ფუნტად კენიმ იუვენტუსისგან შეიძინა. ეს ტრანსფერი ჯერ კიდევ მაშინ მოხდა, როცა კენი საფეხბურთო კარიერას აგრძელებდა და მეფეს და ლეგენდარულ თავდამსხმელს არაერთხელ აქვთ ერთად ნათამაშები. იან რაში სპეციალური გამოკითხვაში, რომლის შედეგადაც ლივერპულის ისტორიაში 100 საუკეთესო ფეხბურთელი დასახელდა, 3 ადგილზე გავიდა თავად კენი დალგლიშის და სტივენ ჯერარდის შემდეგ.

 

ლეგენდარულ ფეხბურთელთა სიაში მეხუთე ადგილზე ასევე კენის მიერ შეძენილი ჯონ ბარნსია.  პიტერ ბარდსლი, რომელიც კენიმ 1,900.000 მილიონ ფუნტად გადმოიბირა ნიუკასლიდან, საუკეთესოთა ასეულში 19-ე ადგილზეა. დალგლიშმა ასევე გუნდში მოიყვანა ჯონ ლდრიჯი (26-ე ადგილი), ჯეიმი რედკნაპი (40-ე ადგილი), სტივ მაკმაჰონი (42), სტივ მაკმანამანი (22), ალან ჰანსენი (12) მარკ ლოურენსონი (35)…

 

ლივერპულის გარდა დალგლიშმა ნიუკასლსა და ბლექბერნშიც არაერთი ტრანსფერი “გაჩარხა”. მისი მთავარი მიღწევა ამ მხრივ ალან შირერის იმ დროისთვის რეკორდული ტრანსფერი იყო – კენიმ შირერი საუთჰემტონიდან 3,5 მილიონ ფუნტად შეიძინა ბლექბერნისთვის. მოგვიანებით შირერი ინგლისის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად იქცა. ნიუკასლის უდიდესი ლეგენდაც სწორედ კენიმ “წაიყვანა” ბლექბერნიდან შავ-თეთრებში გადასვლისას.

 

როგორც ხედავთ კენი საკმაოდ კარგად ერკვევა სატრანსფერო საკითხებში და მისი “რჩეულების” უმრავლესობა უდიდეს წარმატებას აღწევს კლუბში. შეიძენს თუ არა დალგლიში იანვრის ბოლომდე ვინმეს და შემდეგ გაამართლებს თუ არა ის ფეხბურთელ(ებ)ი, ამას ერთად ვნახავთ…

 

http://images.icnetwork.co.uk/upl/liverpoolecho/jan2011/5/8/kenny-dalglish-485973623.jpg

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...