Jump to content
Planeta.Ge

ტუნისის შემდეგ ეგვიპტე?

Recommended Posts

ეხლა გადმოსცეს ბიბისიზე , მუბარაქსა და ბარაქ ობამას საერთო დიდი ბაბუა ჰყოლიათ

სახელად ბუბარაქი,

ბუბარაქმა შვა იზილი, იზილმა მოხოდი,

მოხოდმა მაჰმუდი და იშიდი,

იშიდის შტოს განეკუთნვება მუბარაქი, ხოლო მაჰმუდის შტოს ბარაქ ობამა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ხო, აი ამაშია საქმე, ებრაელები სურთ რომ ამერიკამ ბოლომდე მუბარაქს დაუჭიროს მხარე,

მათ არა მხოლოდ ისლამელების მოსვლა არ სურთ, ვგულისხმობ ებრაელებს, არამედ არც დემოკრატიული ეგვიპტე აწყობთ,

ერთიც და მეორეც საშიშია მათთვის,

ვაშინგტონის ფინანსურ დახმარებაზე დამოკიდებული, გაღატაკებული ეგვიპტე აწყობთ, სადაც ქვეყნის სათავეში დღევანდელი კორუმპირებული სადისტი იქნება,

მოკლედ, აშკარაა ამერიკულ კოლონიალიზმს ზოგი საკუთარი ზურგით გრძნობს,

ზოგი კი ამით ორგაზმს განიცდის :givi:

ისრაელს ალბათ პირველ რიგში სტაბილური და პროგნოზირებადი ეგვიპტე აწყობს, ყოველგვარი რელიგიური ექსტრემიზმის გარეშე..

ვაშინგტონს თავიდანვე უნდა მოეყომარებინა მუბარქთან რომ აქამდე არ მისულიყო საქმე, რადგან ნომინალურად პროცესებს შეიძლება ე.წ. ოპოზიციაც აკონტროლებს, მაგრამ არეულობისა და ქაოსის ყოველი დღე ერთი ორად ზრდის ისლამისტების- "მუსულმანი ძმების" გავლენას როგორც მასებზე ასევე უშუალოდ პოლიტიკურ პროცესზე..

იმის დაშვება რომ ამერიკამ უგზო უკვლოდ კომპლექსური სამოქმედო სქემა დაგეგმა ეგვიპტესთან მიმართებაში და ყველაფერი ამ სქემის მიხედვით მიმდინარეობსალბათ ძნელია, რაც კიდევ უფრო ამტკიცებს ვარაუდს იმისა რომ პროცესები დღიდან დღემდე უმართავი ხდება და საბლოო ჯამში ვაშინგტობს სხვა გზა არ ექნება თუ არა ან "სტავკის" ისევ და ისევ ისლამისტებთან გამოცდილ მებრძოლ მუბარაქზე და მის გარემოცვაზე გაკეთება ან სამხედრო გადატრიალების ორგანიზება და ეგვიპტის ხელისუფლებაში მოქმედი გენერალის მოყვანა..

ბარადეის ფიგურა რომ ისედაც კარიკატურული იყო და პროცესების გაჭიანურებასთან ერთად უფრო და უფრო კარიკატურული ხდება ცხადია და მასზე ხანგრძლივი პერსპექტივის თვალსაზრისით არჩევანის გაკეთება ალბათ შეუძლებელიც არის და შეცდომაც..

ვნახოთ მოკლედ, თუ სირიამდე მიაღწია პროცესებმა ესეიგი რაღაც სხვა თამაშსს თამაშობს ვაშინგტონი თუ ეგვიპტისა და ტუნისის ფარგლებში მოხდა ამ "რევოლუციური" წიაღსვლების ლოკალიზება და ცალკეული გამოსვლების გარდა სხვა არაბულ ქვეყნებში არაფერი შეიცვალა მაშვინ სადღაც ლენგლიში ვიღაცამ რაღაცა ძალიან ცუდათ გათვალა ან არ გათვალა საერთოდ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

და იქნებ არაბული სამყარო დაუძვრეს ვაშინგტონის ხელს და თავისი რაღაც პოლიტიკა შეიმუშავონ,

ბოლო ბოლო რამდენი არიან, ნავთიც აქვთ, იდეოლოგიაც (ისლამი)

იჩალიჩონ რამე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

და იქნებ არაბული სამყარო დაუძვრეს ვაშინგტონის ხელს და თავისი რაღაც პოლიტიკა შეიმუშავონ,

ბოლო ბოლო რამდენი არიან, ნავთიც აქვთ, იდეოლოგიაც (ისლამი)

იჩალიჩონ რამე

არ/ვერ დათმობს ვაშინგტონი სპარსეთის ყურესა და მთლიანობაში ახლო აღმოსავლეთს (გინდაც ჩრდილოეთ ფარიკას)..

შესაბამისად არც გონზე მოსვლის შესაძლებლობას მისცემენ არაბებს და არც ანგლოსაქსების მორჩილებიდან გამოსვლის..

რავიცი მე ასე ვფიქრობ თორე თეორიაში ყველაფერი ან თითქმის შეიძლება მოხდეს..

Edited by asds
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

არ/ვერ დათმობს ვაშინგტონი სპარსეთის ყურესა და მთლიანობაში ახლო აღმოსავლეთს (გინდაც ჩრდილოეთ ფარიკას)..

შესაბამისად არც გონზე მოსვლის შესაძლებლობას მისცემენ არაბებს და არც ანგლოსაქსების მორჩილებიდან გამოსვლას..

რავიცი მე ასე ვფიქრობ თორეთეორიაში ყველაფერი ან თითქმის შეიძლება მოხდეს..

შენ როგორ ფიქრობ საქართველოს აწყობს რუსულ სივრცეში დაბრუნება (ოღონდ თუ ძმა ხარ აპიაწ ა კონFედერაციე ნე ნადო რაააა, :) )

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

შენ როგორ ფიქრობ საქართველოს აწყობს რუსულ სივრცეში დაბრუნება (ოღონდ თუ ძმა ხარ აპიაწ ა კონFედერაციე ნე ნადო რაააა, :) )

საქართველოს როგორც სახელმწიფოს დღევანდელი ფორმითა და შინაარსით დიდხანს არსებობა არ უწერია, ასე რომ მნიშვნელობა აღარ აქვს რა აწყობს მას და რა არა..

ახალ საქართველოს კი ყველა შემთხვევაში მოუწევს რუსული ორბიტის შეგუება, რადგან იქ - რუსულ ორბიტაზე დაიბადება.

ამ თემასთან რა კავშირშია შენი კითხვა? :007:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

საქართველოს როგორც სახელმწიფოს დღევანდელი ფორმითა და შინაარსით დიდხანს არსებობა არ უწერია, ასე რომ მნიშვნელობა აღარ აქვს რა აწყობს მას და რა არა..

ახალ საქართველოს კი ყველა შემთხვევაში მოუწევს რუსული ორბიტის შეგუება, რადგან იქ - რუსულ ორბიტაზე დაიბადება.

ამ თემასთან რა კავშირშია შენი კითხვა? :007:

ამერიკა სუპერსახელმწიფოა, მესმის, მაგრამ შენ გადამეტებულ მნიშვნელობას ანიჭებ ჩემის აზრით მის ძალაუფლებას,

გამოდის რომ ეგვიპტის რევოლუციას წერტილს დაუსვამს შტატები?

ან როგორი რესურსით აკონტროლებენ ამხელა არაბულ სამყაროს, დოლარი? კი ბატონო, მაგრამ ამ დოლარის მსოფლიოს ვალუტის ქცევას ხომ უდიდესი ძალისხმევა სჭირდებოდა,

ამხელა სამყაროს როგორ აკონტროლებენ ამერიკელები, როდესაც საშუალო სტატისტიკური ამერიკელი ინტელექტით ვერანაირად ვერ აღემატება ნუ, ევროპიელს ვიტყვი თუმცა შემეძლო რუსებიც მეთქვა მამენტ

აბა როგორ ვთქვა..

მე რასაც არ უნდა ვფიქრობდე ანგლოსაქსების გავლენაზე ეგ ყველაფერი ზღვაში წვეთია იმ შესაძლებლობებთან შედარებით რაც ამ ძალას (აშშ-ი - გაერთიანებული სამეფო = ანგლოსაქსური იმპერიალიზმი) გააჩნია.

ძნელია გადააფასო აშშ-ის რესურსი, ძალიან ძნელი, რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს რომ შეერთებული შტატები ბრიტანეთის იმპერიის ერთგვარი რეინკარნაციის შედეგია, ვაშინგტონის სახელმწიფო სტრუქტურებში, მათ შორის სპეციალურ სამსახურებში აკუმულირებულია ის უნიკალური ცოდნა და გამოცდილება რასაც ბრიტანეთის იმპერია საუკუნეების მანძილზე ეუფლებოდა (მათ შორის ახლო აღმოსავლეთში) და სწორედ იმიტომ არის რომ პრაქტიკულად ყველა გეოპოლიტიკური პროცესის უკან (ან შორიახლოს) ვაშინგტნი დგას..

ეგვიპტეში მიმდინარე პროცესებში კი წერტილს არა, მაგრამ მძიმეს არმია დასვავს, ეგვიპტის არმია, რომელსაც ვაშინგტონი აფინანსებს (ეს ფაქტიც მრავლისმეტყველი უნდა იყოს) და რომელიც იმას გააკეთებს რასაც ვაშინგტონიდან შეუთვლიან..

Edited by asds
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბუბარაქმა შვა იზილი, იზილმა მოხოდი,

მოხოდმა მაჰმუდი და იშიდი,

იშიდის შტოს განეკუთნვება მუბარაქი, ხოლო მაჰმუდის შტოს ბარაქ ობამა

დეიდაშვილები გამოდიან მამის მხრიდან. :givi:

Edited by mtidan
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

США и Египет разрабатывают план ухода Мубарака в отставку

Администрация президента США и члены правительства Египта разрабатывают план ухода в отставку Хосни Мубарака, пишет американская газета The New York Times со ссылкой на высокопоставленных представителей Госдепартамента и арабских дипломатов.

http://www.lenta.ru/news/2011/02/04/leave/

Edited by mtidan
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გეიქცაო გეიქცაო

ეგვიპტის პრეზიდენტმა, სავარაუდოდ, ქვეყანა დატოვა .

უცხოური მედიასაშუალებების ნაწილის ინფორმაციით, ჰოსნი მუბარაქი ბაჰრეინის სამეფოში გაფრინდა. თუმცა, ინფორმაცია ამ დრომდე დაუზუსტებელია.

ეგვიპტეში საპროტესტო აქციები 82 წლის პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის გადადგომის, ასევე პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების მოთხოვნით 25 იანვარს დაიწყო.

მოგვიანებით პროტესტი მასობრივ არეულობაში გადაიზარდა, რომელსაც, ამ დროის მონაცემებით, 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ამასთან, მუბარქმა გუშინ განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს, რადგან ასეთ შემთხვევაში ქვეყანა ქაოსში ჩაეფლობა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეიქგცაო გეიქცაო

გურული ცოლი ეუბნება ქმარს: წეხან შენი ძმა იყო, ცხელი ჩაი დალია და გეიქცაო.

-შე ქალო, ცხელი წყალი პარავოზს მიარბენინებს და გეიქცეოდა აპა რას იზამდაო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გაქცეული მუბარაქი დაიდოს! :yes:

ტიპებმა მგონი აგურებად დაშალეს ქაეროს ცენტრი..

ვინმემ მადლი მოისხას და ერთი 10 მეგატონიანი ბომბი ჩაუგდოს რა მაგ ფარჩაკებს..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

ტიპებმა მგონი აგურებად დაშალეს ქაეროს ცენტრი..

ვინმემ მადლი მოისხას და ერთი 10 მეგატონიანი ბომბი ჩაუგდოს რა მაგ ფარჩაკებს..

დღეს ოპოზიციის მასშტაბური აქციები იგეგმება...

პ.ს. სირიაშიც დაიწყო გამოსვლები...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...