planetanews Posted January 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 25, 2011 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/MIsA1-150x150.pngსაქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მას ერთ-ერთმა ტელევიზიის მფლობელმა ბიზნესები მოსთხოვა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა, პროექტ “პრეზიდენტი პასუხობს ხალხს” ფარგლებში გამართულ პირდაპირ ეთერში განაცხადა, დემოკრატიის იდეალური ფორმა არ არსებობს, მაგრამ ყველაფერი გამჭვირვალე უნდა იყოს. “დემოკრატიის უმაღლესი მწვერვალი ის არ არის, როცა ბიზნესმენს აქვს რომელიმე ტელევიზია. მახსოვს, როცა ერთ-ერთი თქვენთვის ნაცნობი ტელევიზიის მფლობელი, რომელიც სულ გვლანძღავდა, გამოგვეცხადა და გვითხრა, მე მაქვს პირობები, მინდა ბიზნესებიო. ჩვენ მივეცით საშუალება, ჩამოეწერა, რა ბიზნესები უნდოდა ჰქონოდა მას საქართველოში და ფურცლის ორივე მხარე გაავსო. არც ესაა დემოკრატია მთლად. დემოკრატიის იდეალური ფორმა არ არსებობს, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე და მერე ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას”,- განაცხადა პრეზიდენტმა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts