Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - მართლმადიდებლობას განსაკუთრებული როლი აქვს, მაგრამ ქვეყანაში ცხოვრობს ასობით ათასი მუსულმანი


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/MISIKO-150x150.pngსაქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, თურქეთში ქართული ძეგლები უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია.

 

ამის შესახებ განცხადება, პრეზიდენტმა, დღეს პროექტ “პრეზიდენტი პასუხობს შეკითხვებს” ფარგლებში, “პირველი საინფორმაციო კავკასიურის” პირდაპირ ეთერში გააკეთა.

 

მისი თქმით, საქართველო არის ქვეყანა, სადაც მართლმადიდებლობას განსაკუთრებული როლი აქვს, მაგრამ ქვეყანაში ცხოვრობს ასობით ათასი მუსულმანი და ეს ხალხი საქართველოს განუყოფელი ნაწილია.

 

“სიტუაცია ძალიან კონკრეტულია. თურქული მხარე ამბობს, კი ბატონო, აღადგინეთ, მაგრამ ჩვენც გვქონდა მეჩეთი ბათუმში, რომელიც კომუნისტების დროს დაინგრა. არ არის აუცილებელი იმავე ადგილზე აშენდეს, მაგრამ აღადგინეთ, თუნდაც როგორც მხოლოდ კულტურული ძეგლი და არა მოქმედი მეჩეთი. ამაზე აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც მართლმადიდებლობას განსაკუთრებული როლი აქვს, მაგრამ ქვეყანაში ცხოვრობს ასობით ათასი მუსულმანი”,- განაცხადა სააკაშვილმა.

 

პრეზიდენტის თქმით, ვისაც უნდა თქვას, რომ საქართველოში მეჩეთის მშენებლობა ანტიქართული მოვლენაა, ეს ნიშნავს, რომ ასობით ათასი ქართველი არ უნდა იყოს ქვეყანაში.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...