planetanews Posted January 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 25, 2011 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/saak-150x150.pngსაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, გმირთა მოედანზე ომის ვეტერანთა საპროტესტო აქციის დაშლას გამოეხმაურა. პრეზიდენტმა პოლიციის მოქმედება დადებითად შეაფასა. ამის შესახებ განცხადება, პრეზიდენტმა, დღეს პროექტ “პრეზიდენტი პასუხობს შეკითხვებს” ფარგლებში, “პირველი საინფორმაციო კავკასიურის” პირდაპირ ეთერში გააკეთა. პრეზიდენტის განცხადებით, თუ ვინმე ჭეშმარიტ დემოკრატიას ეროვნულ სომბოლოზე მოშარდვას ეძახის, ასეთი დემოკრატია საქართველოში, სანამ პრეზიდენტი იარსებებს არ იქნება. “მიუხედავად ამისა, მივიდა იქ ექვსი კაცი, დააფარეს ამ ორ ჯარისკაცს თავზე საქართველოს ძველი დროშა; პატივს ვცემ ყველა დროშას, მაგრამ ეს დროშა არ არის ჩვენი ოფიციალური დროშა, მე ახალი დროშა მირჩევნია; ფეხებს შორის ჩაუდგეს თავისი საწოლები, გამოფინეს იქ თავისი საცვალი, ბოდიში და, მოშარდეს მარადიული ცეცხლის გვერდზე და ამათი პოლიციის მიერ გამოდევნა თურმე არის პოლიტიკური პრობლემა”,- განაცხადა პრეზიდენტმა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts