planetanews Posted January 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 25, 2011 26 იანვარს, 11:00 საათზე, განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში მირზა (პაპუნა) დავითაია საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისთვის ერთიანი სასწავლო პროგრამის პრეზენტაციას გამართავენ.მის: უზნაძის ქ. №52 26 იანვარს, 11:00 საათზე, “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი პარტიის ოფისში საქართველოში ევროკავშირის მისიის ახალ ხელმძღვანელს ფილიპ დიმიტროვს მიიღებს. 26 იანვარს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში პროკურორებისთვის სემინარი გაიმართება.თემა: `აღკვეთის ღონისძიების დასაბუთების საერთაშორისო სტანდარტები~.მის: ვახტანგ გორგასლის ქ. #24 (პროკურატურის ძველი შენობა) 26 იანვარს, 11:00 საათზე, “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია კონფლიქტისპირა სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს.პარლამენტის უკანა შესასველელი 26 იანვარს, 12.00 საათზე, “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია ბრიფინგს გამართავს.თემა: “სიახლეები პენიტენციარულ სისტემაში”.საქართველოს პარლამენტი; ოთახი #302 (“ქართული დასის” სათთბირო ოთახი) 26 იანვარს, 12.00 საათზე, “ქრისტიან–დემოკრატების” ლიდერები ლევან ვეფხვაძე და გიორგი ახვლედიანი წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანებში მოსახლეობას შეხვდებიან.თემა: “სასათბურე მეურნეობების სუბსიდირება”. 26 იანვარს, 12.00 საათზე, საქართველოს პატრიარქი ილია II და განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საპატრიარქოს წმ. თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს სასწავლებლისთვის საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მინიჭების დამადასტურებელ დოკუმენტს გადასცემენ.მის: ერეკლე მეორის მოედანი #1(საქართველოს საპატრიარქო) 26 იანვარს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართება. 26 იანვარს, 18:00 საათზე, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ორგანიზებით, სასტუმრო “რედისონში”, “ნავთობპროდუქტების ბიზნეს-სექტორში 2010 წლის შედეგებით სახელმწიფო ბიუჯეტში ყველაზე მსხვილი გადამხდელი ორგანიზაციის გამოსავლენად” დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts