planetanews Posted January 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 25, 2011 http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/01/misha1.pngპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ოპოზიციის დასუსტებაზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ ქვეყნის უსაფრთხოებაზე ეს მდგომარეობა დადებითად აისახება .<br style="padding: 0px; margin: 0px;" />“ორი-სამი წლის წინ ჩვენ გვყავდა ძალიან ძლიერი ოპოზიცია, მაგრამ ეს იყო ოპოზიცია, რომელიც, ძირითადად, ქვეყნისთვის ძირის გამოთხრით იყო დაკავებული. ამის გათვალისწინებით, მე მირჩევნია დღევანდელი სიტუაცია – როცა ოპოზიცია დასუსტდა”, – განაცხადა სააკაშვილმა დღეს, ტელეხიდისას – “ხალხის შეკითხვებს პასუხობს პრეზიდენტი”.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />მისი თქმით, დღეს არის უკეთესი სიტუაცია, ვიდრე 2007-2008 წლებში და 2009 წლის ერთ პერიოდში იყო.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />პრეზიდენტმა 2008 წლის იანვარში, საპრეზიდენტო არჩევნების სიტუაცია გაიხსენა და მის კონკურენტ ლევან გაჩეჩილაძეზე ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, დარჩებოდა მეორე ტურში, მისი ჩატარების შემთხვევაში.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />“მეორე ტურში რჩებოდა ადამიანი, რომელიც ამბობდა, რომ პროგრამა არ აქვს, მისი ერთადერთი პროგრამაა, რომ ვიცხოვროთ ჯიგრულად, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში პრეზიდენტის პოსტს გააუქმებს; სხვა კანდიდატი იყო ღია სახელმწიფო გადამტრიალებელი, რომელიც გეგმებს აწყობდა ვისთვის რამდენი ესროლა და რამდენი დაეხოცა და ამაში ფულს იხდიდა. პრაქტიკულად, ყველა კანდიდატი პატიმრებს ციხიდან გაშვებას ჰპირდებოდა, რაც წარმოუდგენლად კოშმარულ სიტუაცის ქმნიდა”, – აღნიშნა მან და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ამ სიტუაციას ნამდვილად ურჩევნია დღევანდელი, როცა ხალხისთვის აბსოლუტურად ნათელი გახდა ოპოზიციის რეალური სახე.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />მისი თქმით, ისინი ვერ უძლებდნენ მთავარ ტესტს – კორუფციისადმი და “კანონიერი ქურდებისადმი” დამოკიდებულებას და “რუსეთს დაუწვებოდნენ თუ არ დაუწვებოდნენ”.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />თუმცა, სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია ჩამოყალიბდება, ახლებიც გაჩნდებიან, რასაც მიესალმება. “მე მინდა სიტუაცია, როცა იქნება ოპოზიცია ისეთი, რომელიც იქნება ძლიერი და რომლის მიერ ხელისუფლების ჩანაცვლება, ქვეყნისთვის კატასტროფა არ იქნება”, – განაცხადა მან.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ოპოზიცია, რომელიც არის პასუხისმგებელი, ლაპარაკობს იმ თემებზე, რომელიც ხალხს აწუხებს და თავის ქვეყანას თავის დონეზე მაინც აყენებს, მისი გამარჯვება არანაირ ტრაგედიას აღარ წარმოადგენს Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts