Jump to content
Planeta.Ge

gtn.ge- საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობის შეკითხვებს თითქმის სამი საათი პასუხობდა


Recommended Posts

http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/01/mihka.pngსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხა სატელევიზიო პროექტში, რომელიც „პირველ საინფორმაციო კავკასიურ“ არხზე მომზადდა. ჟურნალისტები ეკატერინე კოტრიკაძე და ვახო სანაია უძღვებოდნენ პროექტს, რომელსაც პირდაპირ ეთერში, რუსთავი2 და საზოგადოებრივი მაუწყებელიც გადასცემდა. ტელეხიდი მოსახლეობასთან, პირდაპირი ჩართვები რეგიონებიდან და დედაქალაქიდან – პროექტში მთელი საქართველო მონაწილეობდა. პრეზიდენტისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა ჰქონდათ სტუდენტებს, ჟურნალისტებს, საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს.

 

შეკითხვის გაგზავნა შესაძლებელი იყო ელექტრონულ მისამართზე president@gpb.ge. მუშაობდა საინფორმაციო ცენტრიც. მოქალაქეებს დარეკვა და საკუთარი შეკითხვის დაფიქსირება შეეძლოთ ტელეფონის ნომერზე 402 – 402.

 

„ჩემი მთავარი ინტერესი არის არა ის, თუ სად ვიქნები მე 2013 წელს, არამედ ის, სად იქნება ჩემი ქვეყანა. ყველას მოვუწოდებ, თავისი ქვეყანა დააყენოს საკუთარ თავზე მაღლა. მე ყოველთვის დავაყენებ ჩემს ქვეყანას საკუთარ თავზე მაღლა და ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიყვანოთ ქვეყანა სამშვიდობოს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელი ტელეხიდისას.

 

Share

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...