Jump to content
Planeta.Ge

gtn.ge- გია ყარყარაშვილმა პრეზიდენტის განცხადებას სამარცხვინო უწოდა


Recommended Posts

http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/01/201009273818.jpg“საქართველოს ლეგიონის” თავმჯდომარე გია ყარყარაშვილი პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ვეტერანთა აქციის დარბევასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას “სამარცხვინოდ” მიიჩნევს.

 

“ვუსმენდი სააკაშვილის გამოსვლას და იმას, თუ როგორ ხედავს მთავარსარდალი ვეტერანების საკითხს. ეს სამარცხვინო იყო, ისევე, როგორც მისი 2008 წლის 11 აგვისტოს საქციელი”, – განუცხადა “პირWელს” ყარყარაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი “პრეზიდენტის ინტერაქტივის” დროს გმირთა მოედანზე ვეტერანთა მიერ გამართული აქციის დარბევის ფაქტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “ყველა ვეტერანს აქვს უფლება, პრეტენზიები გამოთქვას და სოციალური პრივილეგიები მოითხოვოს, მაგრამ არ უნდა ჰქონდეს პრეტენზიები სამშობლოსთან მისი დაცვის გამო, რადგან საქართველოს თითოეული მოქალაქე სწორედ აქეთკენ უნდა ისწრაფვოდეს”.

 

“თბილისის ცენტრში ჩემი ინიციატივით სამშობლოსთვის დაღუპულ გმირთა პატივსაცემად მემორიალი დაიდგა, სადაც მარადიული ცეცხლი ანთია. მსგავს სიმბოლოებს მსოფლიოში სიწმინდედ აღიქვამენ, მომიტინგეებმა კი მემორიალთან მდგომ საპატიო ყარაულს თავზე საქართველოს ძველი დროშა გადააფარეს, ფეხებს შორის საწოლი ჩაუდგეს, თავთან საცვლები გადმოუფინეს, მარადიულ ცეცხლთან კი ბოდიში და მოშარდეს და თურმე, პატრულს ამის შემდეგ მათი დაშლის უფლება არ ჰქონია! ეს ფაქტი მავანმა და მავანმა პოლიტიკურ პრობლემად შეაფასა. მათ საპასუხოდ მინდა, აღვნიშნო, რომ ეროვნული სიმბოლოების პატივისცემა მთავრობის არც პრიორიტეტი და არც პოლიტიკური ნიჭია, ეს არის ის, რაც ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად პოლიტიკური მრწამსისა, უნდა ჰქონდეს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აქვე დასძინა, რომ “თუ ვინმე მარადიულ ცეცხლთან მოშარდვას დემოკრატიას უწოდებს, მინდა, დავარწმუნო, რომ ასეთი სახით დემოკრატია ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში საქართველოში არ დამყარდება”.

 

შეგახსენებთ, რომ სოციალური პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით,  ვეტერანები გასული წლის 27 დეკემბრიდან გმირთა მემორიალთან შიმშილობის აქციას მართავდნენ. სამართალდამცავებმა აქცია 3 იანვარს დაშალეს.

 

 

Share

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...